საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოსკოვს „მკაფიო პასუხისკენ“ მოუწოდა.
„რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ რეაგირებს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებზე. ის აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს. პრეზიდენტ პუტინს სურს ყველაფერი მიიღოს და შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენი სტრატეგია – მშვიდობა ძალის საშუალებით – ახლა საფრთხეშია. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა ასევე მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის „პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის”.
„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც დაიცავს თავის ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავცეთ გარანტია ამ მშვიდობაზე“, – განაცხადა მაკრონმა.