ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.
მაკრონის თქმით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.
„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, დღეს საღამოს მონაწილეობა მივიღე ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში. შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებს, რათა დავასრულოთ თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილი“, – წერს მაკრონი.

