კვირა, ივნისი 15, 2025

ემანუელ მაკრონი – ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია

მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია, მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია.

„მომდევნო დღეებში ირანთან ბირთვულ საკითხზე ეფექტური მოლაპარაკებების დაწყება რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, უნდა ავიღოთ ვალდებულება. მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია. ვერავინ იტყვის, რომ ის კონტროლის ქვეშაა და ესკალაციის რისკები, მათ შორის უკონტროლო ესკალაციის, აშკარად არსებობს. მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება რისკებს, ახლა ყველაზე უარესის აღწერას არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით და აშკარაა, რომ ირანის პასუხებიდან გამომდინარე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი გააგრძელებს ოპერაციებს ირანის ტერიტორიაზე, ჩვენ ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, რომელთა შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია. ირანმა წარსულშიც აჩვენა, რომ მას შეუძლია ტერორისტული ქმედებების განხორციელება უცხო მიწაზე. ირანს აქვს ბალისტიკური შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის მიწამდე მისვლა და ის ამ მხრივაც საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი

ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონია დღეს ღამით, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა თქვენსკენ გამოემართება, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ გინახავთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!”,- წერს დონალდ ტრამპი.

10 დაღუპული და 200-მდე დაშავებული, მაშველები დაბომბილ შენობებში ადამიანებს ისევ ეძებენ – ბოლო ცნობები ისრაელიდან

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა; მაშველები დაბომბილ შენობებში 20-მდე დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.ბატ იამში შენობა დაიბომბა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ტამრას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.გავრცელებული ცნობით, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და საწვავის საწყობები დაბომბეს.

თურქული მედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო, ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა.ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.

ბოლო სიახლეები