საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.
„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს,“ — განაცხადა მაკრონმა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

