ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

ემანუელ მაკრონი – ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მოვუწოდე, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მაკრონი წერს, სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაზე დარტყმები და განაახლოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს. მძევლების გათავისუფლება და ისრაელის უსაფრთხოება საფრანგეთისთვის პრიორიტეტია. მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტას. ასევე განვუცხადე, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, სატელეფონო საუბრისას ასევე მოუწოდა ისრაელს, „მკაცრად დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში“. ამასთან, ემანუელ მაკრონის განმარტებით, ლიდერები შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ ისრაელსა და ლიბანს შორის სტაბილურობის მისაღწევად. „საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას ისრაელთან“, – წერს მაკრონი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ვრცელდება

თბილისში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.ფაქტი ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება ოთხ პირს შორის დაპირისპირება უძღოდა.

📽️ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა მსჯელობდა ერთმანეთში, რომ ვიღაცამ თუ არ შეაჩერა ოქრუაშვილი, მალე ბადრი პატარკაციშვილზე მდიდარი გახდებაო…“ – პეტრე მამრაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა მსჯელობდა ერთმანეთში, რომ ვიღაცამ თუ არ შეაჩერა ოქრუაშვილი, მალე ბადრი პატარკაციშვილზე მდიდარი გახდებაო...“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

📽️ „შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა…ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან...

„შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა. მე მაგ საკითხებში ჩახედული არ ვარ, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მსმენია პროცესების შესახებ...ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან დადო ბიზნესში?! “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა 

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა."ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე - რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

ბოლო სიახლეები