კვირა, მარტი 16, 2025

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უნდა მიიღოს. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.

„ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული შეთავაზება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა შეწყდეს. ძალადობა უნდა შეწყდეს, ასევე განცხადებებით გაჭიანურებაც“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ 11 მარტს პარიზში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40 შტაბის უფროსი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 15 მარტს ის გააგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და ვიდეოკონფერენციას გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის პრეზიდენტთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.​​​​​​​​​​​​​​​​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველო ერვოვიზიის კონკურსზე გასულ წელს წარადგინა, ევროვიზიის წლევანდელი მონაწილის - მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ეხმაურება.იგი მიიჩნევს, რომ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელს ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროს.„მინდა, ქართველებს მივმართო, ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ბევრ რამეზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველოს წელს წარმატებები ვუსურვო „ევროვიზია 2025“-ზე”, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.მარიამ შენგელია, რომელიც წელს ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს, ფსევდოლიბერალების სამიზნე გახდა.სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ჯორჯია მელონი – იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპასa და აშშ-თან ერთად უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა უკრაინაში შესაძლო სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ გეგმავს

იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებsa და აშშ-თან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.

ემანუელ მაკრონი – რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოსკოვს „მკაფიო პასუხისკენ“ მოუწოდა.„რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ რეაგირებს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებზე. ის აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს. პრეზიდენტ პუტინს სურს ყველაფერი მიიღოს და შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენი სტრატეგია – მშვიდობა ძალის საშუალებით – ახლა საფრთხეშია. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.მაკრონმა ასევე მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის „პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის”.„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც დაიცავს თავის ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავცეთ გარანტია ამ მშვიდობაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

რა უნდა იცოდეთ მიცვალებულთა ხსენების დღეების შესახებ და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ

აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 7 კვირა გრძელდება, 20 აპრილამდე. წელს კათოლიკეები აღდგომას ერთი კვირით ადრე აღნიშნავენ.მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.მიცვალებულთა ხსენების დღეებია:15 მარტი22 მარტი29 მარტიამ დღეებში ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.ლოცვა მიცვალებულთათვისსანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!7 აპრილი - ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით).12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით).13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.სტიქიის შედეგად მსხვერპლი მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომის შტატებში დაფიქსირდა. ამ შტატებში კიდევ უფრო მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ. ცენტრალურ მისისიპიში, აღმოსავლეთ ლუიზიანასა და დასავლეთ ტენესიში საფრთხის შესახებ გამოცხადდა.პარალელურად, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან მოსალოდნელია, რომ სახიფათო მეტეოროლოგიური პირობები ამ შტატსაც მიაღწევს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობა.

ბოლო სიახლეები