ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ელენე ხოშტარია: საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა „ლამაზი ბოზი“ მიწოდა

ევროპული საქართველოს წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ელენე ხოშტარია სასტუმრო ბილტმორში, გენგეგმის განხილვისას, სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ, Facebook-ზე წერს.

ხოშტარიას თქმით, დაპირისპირების დროს, თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა და მას “ლამაზი ბოზი” უწოდა.

“დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრა, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს. როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყონდა არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა- ლამაზი ბოზი, მგონი ასე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი კაცებს. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა”, – წერს ელენე ხოშტარია.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.ამავე ინფორმაციის მიხედვით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე საკითხის შესწავლა

ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს საკმარისად სწრაფად არ ამცირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.„დიდი ნავთობკომპანიები არ ამცირებენ ბენზინის ფასს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება იმ მკვეთრად დაბალ ფასებს, რომელსაც ისინი ნავთობში იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ!“, – წერს ტრამპი.ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაიკლო. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 77 დოლარია, ხოლო ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც...

საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„პოლიტიკო”- უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.როგორც გამოცემა წერს, უნგრეთმა შეაჩერა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო უკრაინაისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინ წასაწევად.„პოლიტიკო” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მომზადებული ერთობლივი წერილის გაგზავნას. გამოცემის ცნობით, ეს წერილი ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოზიციას ასახავდა და მისი მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მთავრობას უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, ბუდაპეშტმა ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის – „რაც შეიძლება მალე“ – ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უნგრეთის პოზიცია აჩვენებს, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს პროცესის დაჩქარებას.მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების ყველა ეტაპის სწრაფად გახსნას არ ეთანხმება.„სულ ექვსი ბლოკია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ ბლოკზე ჯერ მელანიც კი არ არის გამშრალი, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მადიარმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.

ბოლო სიახლეები