ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

ელენე ხოშტარია: ოპოზიცია ვალდებულია სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს ართანამშრომლობის ეტაპზე

რა თქმა უნდა, მოსმენები არ არის ახალი. საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოში, არც ის გაგვიკვირდა, რომ ჩვენ გვისმენენ _ ამის შესახებ_ ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებტან განაცხადა.

“რა თქმა უნდა, მოსმენები არ არის ახალი. საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოში, არც ის გაგვიკვირდა, რომ ჩვენ გვისმენენ, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკალურ მასშტაბს. ოპოზიცია, ჩემი აზრით, არის ვალდებული, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს არ თანამშრომლობის ეტაპზე. იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართვა, სუსის ხელმძღვანელის მხრიდან, თითქოს ის გამოიძიებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს”_ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც კვლევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლითი პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია.„თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობაა, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებად განიხილავს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომლის მიზანიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებაა.„ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, - განაცხადა მარიკა ზვიადაძემ.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ეფექტიანად აკავშირებს განათლებასა და კვლევით პროცესს, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ.„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე, ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა 6 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი, ასევე, 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, - აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პაატა იმნაძის რეკომენდაცია ცხელ დღეებთან დაკავშირებით

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბექა ძამაშვილი 20 ივინსის საქმეზე: ეს გამოძიების შესწავლის საგანია – რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება კანონის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და ასევე იმას, რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სახელმწიფოს შეუძლია ძალის, სპეციალური საშუალებები გამოყენება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიებაზე საუბარზე.მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე კეთდება.„რაც შეეხება გამოყენებული ძალის პროპორციულობას, ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გამოძიებამ ეროვნულ დონეზე სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ეს საქმე და გააანალიზოს ამ ოპერაციის დაწყების მომენტიდან რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო სპეციალური საშუალებების ამ ფორმით გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებზე. ეს გამოძიების შესწავლის საგანია - რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა“, - განაცხადა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.„2017 წლიდან საქართველომ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, რაც შესაძლებელი გახდა ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და მოუტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებს. ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის (ვიზის რეგულაცია) 8(4) მუხლის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ვიზის შეჩერების მექანიზმს, ევროპული კომისია სისტემატურად აფასებს მესამე ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შენარჩუნებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შესაბამისი დიალოგი. 2024 წლის 6 დეკემბერს ევროპულმა კომისიამ მიიღო მეშვიდე ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიის ანგარიშმა გაუსვა ხაზი საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია. ისინი მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBTIQ პირების უფლებები. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციურობას.იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს ამ გამოწვევას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს მათი შესრულების დონეს ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში.წერილს ასევე თან ერთვის რეკომენდაციების სრული სია:„რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართება საქართველოს:უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და განკარგვის კუთხით.მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს“წერილის თანაადრესატები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

ბოლო სიახლეები