პარიზში, “პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოზე, ფეხბურთელები და მათი მეუღლეები განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ ჩვენი საყვარელი წყვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველა მზერა მიიპყრეს.

ხვიჩა, როგორც ყოველთვის, დახვეწილ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ნიცა კი საოცრად გამოიყურებოდა გრძელ, ელეგანტურ შავ კაბაში. წყვილი მთელი საღამოს განმავლობაში ერთად პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე.
ეს ღონისძიება არა მხოლოდ გლამურული შეხვედრა იყო, არამედ PSG Communities Foundation-ის საქველმოქმედო საქმიანობის აღსანიშნავადაც გაიმართა. გალა საღამოზე შეგროვებული თანხა მთლიანად ფონდში გადაირიცხა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროექტს აფინანსებს