კვირა, ოქტომბერი 26, 2025

ეკატერინე ტიკარაძე: აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს

ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.

ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ გლობალური ჩაკეტვები არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის მოკვლის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა – გარემოს დაცვის დეპარტამენტი ბრაკონიერის მიმართ გამოძიების დაწყებას გეგმავს

უკანონო ნადირობა - კადრები, რომელმაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ კლავს ტყეში უცნობი პირი წითელ წიგნში შეტანილ მურა დათვს. ჩანს თოფიც, საიდანაც მან ცხოველს რამდენჯერმე ესროლა.ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ. მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, მამაკაცს, დაახლოებით 50 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრება.წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ.უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა, საქართველოში როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით ისჯება. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად.გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზიც, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

შალვა პაპუაშვილი – შვედი დეპუტატი საქართველოზე საუბარს ისევ რომ ბედავს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას, არც საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიდეომიმართვას ეხმიანება.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას.„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას,”- წერს პაპუაშვილი.

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვი გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თერჯოლაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.პატარა თომას ოპერაცია კლინიკა „გიდში“ ჩაუტარდა.კლინიკის დირექტორის დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა დედამ პატარა მესამე დღეს კლინიკაში სისხლდენის გამო დააბრუნა.„მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მესამე დღეს კი ბავშვი დაბრუნდა უკან, რადგან დედამ შეამჩნია სისხლიანი ნაკერები. დილით მოვიდა, დაახლოებით 10 საათზე, და რამდენიმე საათში დაიწყო ძლიერი სისხლდენა.ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო - მათ დახმარება გაუწიეს ბავშვს. ბავშვი ვერ აღებდა პირს, რის გამოც გახდა აუცილებელი ანესთეზია. საჭირო იყო მცირე მანიპულაცია, რათა მოეწვათ სისხლძარღვი და შეეჩერებინათ სისხლდენა.ბავშვს გაუკეთდა ანესთეზია, ჩატარდა აუცილებელი პროცედურა, სისხლძარღვი მოეწვა და სისხლდენა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა“, - ამბობს კლინიკის დირექტორი ambebi.ge-სთან საუბრისას.

ლევან იოსელიანი – იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვაში მონაწილეობდნენ, არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში...

იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ამ ყველაფერში იყო ჩართული და ამას ამართლებდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.იოსელიანს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ნამდვილად არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრია, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სარჩელს როცა ვნახავთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ ასეთ რამეზე საუბარი მიჭირს. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც, საქართველოშიც. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სტრასბურის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, არ მიიღებს წარმოებაში ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციებს. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ პროცესს. პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავინ მინდა ციხეში მოხვდეს, აიკრძალოს ან სხვა პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანების უფლებებს ვინც ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უმძიმესი ავარია აბაშასთან

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა.თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებითთვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.ამ წუთებში აღმოსავლეთიდან მომავალ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.

ბოლო სიახლეები