კვირა, მაისი 11, 2025

ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს 12 რეკომენდაცია, პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებასაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება

ევროკავშირს უნდა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისრები და პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე გადაანაწილოს, რაც ჩემი აზრით დაუშვებელი და პოლიტიკურად ამორალურია, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებაც ხორციელდება და რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება.

„ეს 12 რეკომენდაცია და მათ შესრულებასთან დაკავშირებული პროცესები არის პოლიტიკური თამაშები. რეალობა კი არის ის, რომ შარშან, როცა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და სტატუსი არ მოგვანიჭეს, მაშინ განაცხადა მაკრონმა, რომ ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ხდებოდა. ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხომ არ შეცვლილა? ასე რომ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. კერძოდ, საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თუმცა, ევროკავშირს უნდა, რომ ისრები და პასუხისმგებლობა გადაანაწილოს საქართველოს მხარეზე, რაც ჩემი აზრით დაუშვებელი და პოლიტიკურად ამორალურია. შარშანაც კი, როცა საქართველო სამეულში საუკეთესოდ ასრულებდა ყველა კრიტერიუმს, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ახლა კი ცდილობენ, რაღაც, მოგონილი მიზეზებით საზოგადოებას დაანახონ, რომ მათ კი უნდათ სტატუსის მონიჭება, მაგრამ ისევ, ვითომდა საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რაიმეს. ეს ყველაფერი ტყუილია. ეს არის პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადაბარება. მთავრობას ყველაფერი შესრულებული აქვს და ბურთი და მოედანი ისევ მათ მხარეზეა – ამჯერად, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

შეგახსენებთ, როცა რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აღადგინა, ეს იყო რუსეთის მიერ ანტიდასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო გამოწვევა ევროკავშირისადმი და მათი მხრიდან ამაზე სათანადო პასუხი ჩვენთვის სწორედაც რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნებოდა. თუმცა, რა მივიღეთ სინამდვილეში ევროკავშირისგან სანაცვლოდ? 27 ქვეყნის დემარში ვიხილეთ საქართველოს მთავრობისადმი – რატომ აღადგინა რუსეთმა ფრენებიო და მოგვთხოვეს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაგვესანქცირებინა და ხელი პოლიტიკური ესკალაციისთვის შეგვეწყო. ეს მათი სტილია.

ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს 12 რეკომენდაცია. პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებასაც ვახორციელებთ – აღმასრულებელი გუნდი, საჯარო მოხელეები მუშაობენ ამაზე; მთელი რიგი ევროდირექტივების განხორციელება მიმდინარეობს. ეს პროცესი – ევროპული ტიპის ინსტიტუტების გაძლიერება, დანერგვა; ევროპული ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბება გრძელდება და აუცილებლად, რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება.“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები