პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

ეკა სეფაშვილი: ის ფაქტი, თუ სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ,” – აღნიშნა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეაფასა ოპოზიციური სპექტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა ვერ უზრუნველყოფს კონკურენტულ არჩევნებს.

„განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენადაც მე ვიცი ის უკრაინის მოქალაქეა და ამას ხაზს თავადაც უსვამდა თავის გამოსვლებში, როდესაც ამბობდა, რომ უკრაინა მის გულშია, ხან ქართულად საუბარი არ ესმოდა, ხან უკრაინის ეროვნულ სამოსში ჩაცმული გვევლინებოდა. ის ფაქტი, თუ სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი? როგორც ჩანს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ. ვფიქრობ, ხუთ პროცენტიანი ბარიერიც რომ გადალახონ, მათთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც ახლა ამ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ და ვაკვირდებით” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ის ასევე შეეხო პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ამ უკანასკნელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, ხოლო თავად მილოცვის ტექსტი, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დაგვიანებით, უკანა რიცხვით გავრცელდა. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკა სეფაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეს ოფიციალური წერილი არ იყო თავის დროზე გახმოვანებული. „როგორც წესი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის განცხადებებს დროულად ავრცელებს და მას მედიაში შესაბამისი გაშუქება ახლავს თან. რადგან ეს არ მომხდარა, საფუძვლიანია ის ვარაუდი, რომ მას არ მიულოცია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. იმის გათვალისწინებით, რომ მოვისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მილოცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია, ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება. არაკორექტული მგონია მათი მხრიდან ასეთი ქმედება,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები