ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ევროპული საქართველო მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “ევროპული საქართველო” მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში ფართო კონსესუსია, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია.

“ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოხდეს. ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში გვაქვს დარეგისტრირებული მოთხოვნა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს. 9 თვე გავიდა და ამ გამოძიებაში ძალიან კონკრეტული დარღვევებია დაფიქსირებული მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ჩანს, რომ გამოძიება არსებითად არ მიმდინარეობს. პარლამენტის ვალია, ჩავერიოთ ამ პროცესში და მოვიწვიოთ საგამოძიებო კომისია”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიამ საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართეს.

12 თებერვალს ცნობილი გახდა, პარლამენტი მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნაზე იმსჯელებს.

უფრო ადრე მუხტარლის საქმეზე ადვოკატმა მთავარ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე სტეფანე – გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ვერ შეცვლი – რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, პატრიარქი ამბობდა ხოლმე:...

რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა ე.წ. სუს-ის კრებსებთან დაკავშირებულ კითხვაზე.როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე დგას, მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ რას უსმენს, ხოლო მთავარი არის რწმენა და სწორი ცხოვრების გზა.მეუფეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა, ეს რეალობაა და რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ.„ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა - ჩაწერენ თუ არა, ჩვენ ღმერთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ის, რასაც ჩაწერს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი. მთელი მსოფლიო ამით არის გაჟღენთილი. რომ ამბობენ, საქართველოში ასე იქცევიან და სადღაც ანგელოზები არიან და ამას არ აკეთებენ, იქ უფრო უარესები არიან, სადაც ანგელოზებად ევლინებიან ხალხი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. როდესაც ღვთის წინაშე დგახარ, საერთოდ არ გაინტერესებს ვინ, რას ისმენს. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, ნეტა მომისმინონო, რამე მაინც გაიგონო. ეს არ არის ფანატიზმი, ეს არის ღვთის რწმენა. მე მწამს იმის, რომ თუ უფლის ნებით ვივლი, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. წმინდა გიორგის რა დააკლეს, როდესაც ბორბალზე გააკრეს და დაფლითეს?“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეფე ჩარლზი – საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს, ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა...

ჩვენი ერები ინსტინქტურად ერთნაირი აზროვნების არიან, ამ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს. ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მონარქმა მეფე ჩარლზმა, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.ჩარლზის თქმით, ორი ერის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ აშენებული ალიანსი „ჭეშმარიტად უნიკალურია“  და მათ ბევრი მსგავსება აქვთ.„ორივე ქვეყანაში სწორედ ჩვენი ცოცხალი, მრავალფეროვანი და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა გვაძლევს ჩვენს კოლექტიურ ძალას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუ არც ერთი რწენის მიმდევარი“, – განაცხადა მან.მონარქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი არასტაბილურ და საშიშ ეპოქაში არიან, მათ წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია, რომ რომელიმე ერმა მარტომ გაუძლოს.„მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენი ალიანსი არ შეიძლება, დაეყრდნოს წარსულ მიღწევებს ან ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უბრალოდ გრძელდება“, – განაცხადა მან.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

საპატრიარქომ სინოდისადმი მიტროპოლიტ ისაიას მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საპატრიარქო კანდიდატისთვის საღვთისმეტყველო განათლების მოთხოვნაზე საკუთარ ხედვას განმარტავს და კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილს გამოთქვამს.როგორც ის აღნიშნავს, საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას, თუმცა, მიაჩნია, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა.მიტროპოლიტი საკითხზე სინოდს საკუთარ ხედვას წარუდგენს.„მაღალყოვლადუსამღვდელოესო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფეო შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებში.ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.ყველა მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვაჩნია ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია“, - წერია მიმართვაში.შეგახსენებთ, 28 აპრილის სინდოის ოქმის თანახმად, ვინაიდან, საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა. წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა და ანგარიში 1:1 გახადა.საქართველოს ნაკრების წევრმა თავის გამოჩენა 24-ე წუთზე მოახერხა. მანამდე გოლი „ბაიერნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰარი კეინმა გაიტანა.ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეცხრეა. მის ანგარიშზე ასევე არის ხუთი საგოლე გადაცემა.

ბოლო სიახლეები