პარასკევი, იანვარი 2, 2026

ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება – შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ევროპული გზა გაიარონ ისე, რომ მას არ შეეწიროს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.

,,ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში. ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება. ჩვენ – ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ – ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ,’’- განაცხადა შალვა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს სწორად: რა უნდა იყოს საახალწლო მენიუში

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.პროდუქტები და დეკორი, რომლებიც შეესაბამება ცხენის წელს ვაშლი და სტაფილო – ცხენის საყვარელი მცენარეული საკვები, სიმშვიდისა და მოტივაციის სიმბოლომარცვლეული და ფეტვი – ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლომწვანილი – სუფრის ბუნებრივი ენერგიის გაზრდა, სიჯანსაღის მატარებელი

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები