სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გახდა – ქართველმა მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი რასულ გალბურაევი 6:1 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი გოგრიჭიანმაც (79 კგ), რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 8:7 დაამარცხა ბელარუსი ალიაკსანდრ ვიარბიტსკი.
97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს 4:0 სძლია და კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

