ხუთშაბათი, ოქტომბერი 17, 2024

ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია – საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება

საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს პოლიტიკურ პლურალიზმს, შელახავს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, რაც ასევე დააზარალებს საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას“.

კონგრესი „შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ უნდა შეასრულონ 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით მათ მიერ ხელახლა აღებული ვალდებულებები და რომ მათ შეიძლება, პასუხიმგებლობა დაეისროთ ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოების მხრიდან, თუკი ამას არ შეასრულებენ“.

სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდგომ მიღებულ დეკლარაციაში, კონგრესი „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების მკაფიო ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგაოებაში გაძლიერებული პოლარიზაციითა და კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით კოდუა: ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა სოფელი ხიბულა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად აქცია – ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია...

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარადჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და უმძიმეს წლებში მის სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები. „მადლობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას ოჯახს და პირველი პრეზიდენტის შვილს, გიორგი გამსახურდიას, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის. მე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები, უდიდესი იყო ამ ადამიანების შემართება, სამშობლოსა და ზვიად გამსახურდიას სიყვარული. ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების, საქართველოსთვის თავგანწირვის. მადლობა პირველ პრეზიდენტს, რომ მან თავი ამ ქვეყნის თავისუფლებას მიუძღვნა, ეს დიდი ტვირთი და ამავდროულად, უდიდესი სიამაყეა მისი ოჯახისთვის. ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა და მისი იდეების დაცვა ჩვენი და მომავალი თაობების ვალია. გუშინ ჩვენ ზუგდიდში დავასრულეთ, პირველი პრეზიდენტის სახელობის ახალგაზრდული სივრცისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი საქმე ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა სოფელ ხიბულაში, სადაც ფონდმა „ქართუმ“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა პრეზიდენტის მემორიალურ სახლს, ააშენა ტაძარი და კომპლექსი, სოფელში მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა და ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა ხიბულა აქცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად. ქვეყნის მასშტაბით დაიდგა პირველი პრეზიდენტის ბიუსტები, დარბაზებს, საგამოფენო სივრცეებს ეწოდა ზვიად გამსახურდიას სახელი - თუმცა ეს საკმარისი არ არის, მისი ამაგი ფასდაუდებელია - ზვიად გამსახურდიამ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა და ქვეყანა გამოსტაცა საბჭოთა ოკუპაციას“ - წერს დავით კოდუა.

თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის. „რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა. ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ...

ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რატი იონათამიშვილი – სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს

სადაც სააკაშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, იქ კრიმინალური დანაშაულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულია რეკეტი, კორუფცია და ყველა მძიმე, ორგანიზებული დანაშაულები. „რა თქმა უნდა, ეს საქართველოში მათგან არავის უკვირს, მაგრამ თუ უკრაინაში განსხვავებული მოსაზრება იყო, ისინიც მიხვდებიან, სინამდვილეში რაშია საქმე. სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

სულ ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“ , „ანგელოზების“ ფოტოები გავრცელდა. ცხადია, მათ შორის არის მატილდა გვარლიანი, რომელიც პირველი ქართველი მოდელი გახდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე. მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს დაგროვებული და რაოდენობა ყოველ წუთს იმატებს. ამ დროისთვის მატილდას ფოტო 67 000-ზე მეტი მოწონებით უპირობო ლიდერია.

ბოლო სიახლეები