ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.

„რუსეთის აგრესიული ომის მიმართ აშშ-ის პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ, რაც მოიცავდა უკრაინის ღიად დადანაშაულებას მიმდინარე ომში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი როლი როგორც მისმა უდიდესმა დონორმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე, ასევე საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროდეპუტატები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი არის ევროკავშირში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.„ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება;2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული, როგორც ამას ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნეს გარემოს ანგარიშში ვკითხულობთ.200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები;ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე.სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:მშპ-ისდანაკარგი: -26% წლიურადდამატებულიღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარიარარეალიზებულიბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარიმიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა, ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.„ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„9 ქალი წლების განმავლობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო…“ – უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 9 ქალი ფეხბურთელის მოთხოვნა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მწვრთნელის მხრიდან შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ სასამართლომ პრაქტიკაში პირველად იმსჯელა დამსაქმებლის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" პასუხისმგებლობაზე, რომელიც  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა.2021 წლიდან დაწყებული სამართალწარმოება მრავალმხრივი იყო და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილმა მწვრთნელმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ხოლო კლუბმავერ უზრუნველყო დასაქმების ადგილზე შევიწროება დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შედეგად, მწვრთნელს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ.გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მწვრთნელის მიერ თაღლითური სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთელ გოგონებს ხელფასებიდან თანხას მოტყუებით ართმევდა.აღნიშნული გადაწყვეტილება არ დარჩენილა მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში, ის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სისტემური რეფორმებისთვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტშიუსაფრთხო გარემოს შექმნას, მწვრთნელების და სხვა პირების მხრიდან ძალადობის პრევენციას. უფრო მეტიც, ეს საკითხები ოფიციალურად შევიდა უეფას მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსშიც.აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა არა მხოლოდ სპორტის სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შევიწროება და ძალადობა არ დარჩება პასუხიმგებლობის მიღმა და რომ ინსტიტუციებს ევალებათ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულისთვის.PHR-ის სამართლებრივი მხარდაჭერით მიღწეული ეს გამარჯვება მკაფიო გზავნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც  დაექვემდებარა ძალადობასა და შევიწროებას. აღნიშნული საქმე არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიაღწია.საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ქუთაისის საქალაქო სასამართლო - მანანა ნიკაჭაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები - ირმა პერანიძე, ინდირა მაშანეიშვილი, მალხაზ ჩუბინიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლო - გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეს ეროვნული საკითხია, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ და გენოფონდი არ შეგვიმცირდეს – გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

ნარკომომხმარებლებისთვის ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს - თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.ინიციატივის ავტორები ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეროვნულ ამოცანად მიიჩნევენ."პირველ რიგში, ეს არის ეროვნული საკითხი, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირი გაგებით - ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ბუნებრივია, ახლა აქ, ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად ან მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა, მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს გარკვეულ პრობლემებს", - აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

ფეხბურთში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტები „დორტმუნდი“ (გერმანია), „არსენალი“ (ინგლისი), „ასტონ ვილა“ (ინგლისი) და მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი) გახდნენ.ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდების გზა ფინალამდე განსაზღვრულია და მიმდინარე სეზონში წილისყრა აღარ ჩატარდება.შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:„არსენალი“ – მადრიდის „რეალი“პსჟ – „ასტონ ვილა“ „ბარსელონა“ – „დორტმუნდი“ „ბაიერნი“ – „ინტერი“გუნდებს შორის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, ხოლო განმეორებითი 15-16 აპრილს გაიმართება. ტურნირის ფინალი წელს მიუნხენში 31 მაისს შედგება.

„დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები