ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. ვშიშობ, ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება გაფართოების ძალისხმევას, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ონდრეი კოლარიმ განაცხადა.
მისი თქმით, არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში, რათა მხარი დაეჭირა დემონსტრაციისთვის.
ონდრეი კოლარი ამბობს, რომ საჭიროა მოქმედება, თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს იმის გაკეთება, რაც ასახულია რეზოლუციებში.
„მე ვიქნები ცოტაოდენ კრიტიკული. ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ დებატებისას თქვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეუბნება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, რომ ევროკავშირი არ არის ვარიანტი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება ევროკავშირის გაფართოების ძალისხმევას. არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში და დადგებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისთვის და დემონსტრაციისთვის, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. რასა იუკნევიჩიენე, და მე მადლობელი ვარ მისი გულწრფელობისთვის, იყო ერთადერთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპარლამენტს და ასევე ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. თუ ნამდვილად გვსურს იმის გაკეთება, რასაც ვლაპარაკობთ რეზოლუციებში, მაშინ გვჭირდება მოქმედება“, – განაცხადა ონდრეი კოლარიმ.