ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

ევროპარლამენტარი: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა, ის იყო მათი პინოჩეტი

გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არა იმიტომ, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო საკმარისად ანტირუსული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიკ ვოლასმა განაცხადა.

„ეს არის (მიხეილ სააკაშვილი.რედ) ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა. ის იყო მათი პინოჩეტი. 300 ათასზე მეტი ოპონენტი იყო დაპატიმრებული. ბევრი მათგანი აწამეს. რამდენიმე მოკლეს. ამ დროს კი, დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც საქართველოში განხეთქილება დათესეს. როდესაც მთავრობამ სცადა, წარედგინა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულების დასაკისრებლად, ევროკავშირი მათ თავს დაესხა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აშშ-ის იგივე კანონი წლებია, აქვს, ხოლო ევროკავშირი თავად გეგმავს იგივენაირი კანონის მიღებას“, – აღნიშნა ვოლასმა.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, საქართველო არ არის დაინტერესებული ომით, საქართველოს მშვიდობა სურს.

„საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. მათ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტზე ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად? მათ უნდა შეუწყონ ხელი ომს, მშვიდობის ნაცვლად? მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მიეცით ხალხს საშუალება, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ვოლასმა.

თარგმანი საქართველოს პირველი არხი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მიმართვაში რექტორი საუბრობს სტუდენტების გადამწყვეტ როლზე ქვეყნის აღმშენებლობაში, ასევე ეხება იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენებს, რასაც სტუდენტი-ახალგაზრდობა სამომავლოდ კაცობრიობის განვითარებაზე იქონიებს.„ძვირფასო სტუდენტებო, 79-ე წელია მსოფლიო საზოგადოება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ერთდროულად მოიცავს ახალგაზრდულ შეუპოვრობას, იმედსა და პროგრესის დაუოკებელ სურვილს.სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე აქტიური და ქმედითი პერიოდი, როდესაც ახალი ცოდნის დაგროვებასთან ერთად, ფორმირდება მომავალზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა, პროფესიული ხედვა, პრინციპები და მიზნები, მეორე მხრივ კი, ყალიბდება სამოქალაქო ცნობიერება და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მდგრადობას, სამართლიანობას და განვითარების პრიორიტეტებს.სტუდენტი-ახალგაზრდობა ხართ ის ძლევამოსილი ენერგია და ინტელექტუალური ძალა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის პროგრესი, მომავლის მდგრადი პერსპექტივა და ზოგადად, კაცობრიობის განუხრელი სვლა უკეთესი მომავლისკენ.სწორედ ამიტომ, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ახალგაზრდული ძალისხმევითა და ინოვაციური აზროვნებით შეძლებთ შექმნათ ახალი, სამართლიანი წესრიგი, ხოლო საზოგადოების ენერგია განთლებისა და მეცნიერებისკენ, პროგრესისა და აღმშენებლობისკენ მიმართოთ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ქმედითი მხარდაჭერით, საქართველოს გაანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო თანადგომით - მუდამ მზად არის მხარში დაგიდგეთ ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე: თქვენთვის უზრუნველყოს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, შეგიქმნათ საუკეთესო აკადემიური გარემო, კვლევითი შესაძლებლობები, თანამედროვე სტუდენტური სივრცეები, რა პირობებშიც შეძლებთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი, ნიჭი, უნარები, რაც ასე აუცილებელია კარიერული განვითარებისა და სამომავლო სრულფასოვანი რეალიზებისთვის.გისურვებთ ჯანმრთელობასა და შრომისმოყვარეობას, გაბედულ ნაბიჯებსა და წარმატებას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზნებზე ორიენტირებულობას. გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა და დღევანდელი თქვენი მონდომება კი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი უდიდესი წარმატებაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!“ - აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.ცნობისათვის, 79 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

კახა კალაძე – არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია

ეს იყო მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. ეს ყველაფერი გარედან იყო თავს მოხვეული, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. კალაძის თქმით, რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.„ეს იყო გარედან თავს მოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა, რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და, ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. ასევე, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსშიც“, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

გია ვოლსკი – საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება

საზღვარგარეთ არჩევნების შედეგები არ გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას დიდი უპირატესობა აქვს. საზღვარგარეთ არ არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, არჩევნების შედეგებს ცვლიდეს. ამ თემაზე მიმდინარეობს მუდმივი სპეკულაცია, ეძლევა თუ არა ყველას საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკმარისია თუ არა საარჩევნო ოლქები და უბნები ამისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა და ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში, თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, სწორედ ეს აჩვენებს რეალურ შედეგებს არჩევნების შემდეგ.„ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ. სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება.სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე – შავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

სალომე სამადაშვილი – რუსეთის მორიგი მოთხოვნა შესრულებულია, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ, გააჩნია რუსები რას ავალებენ, – უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა...

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია-საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ. გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებულ ცვლილებებს.როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.„რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.ემიგრანტებს საარჩევნო უფლება გაუქმებულად შეუძლიათ ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აძლევდა ხმას მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება უცხოეთში შეეძლოთ, ახლა ბოლომდე წაართვეს ხმის უფლება.პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ.გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე“, - წერს სამადაშვილი.შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

გია ვოლსკი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, თვითონ სტრუქტურა კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება, სავალდებულოა, ყველაფერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს მოყვანილი.ვოლსკის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

ბოლო სიახლეები