შაბათი, მარტი 7, 2026

„ევრონიუსი“ – აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, ევროპაში მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ფლობს

აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, ევროპაში უძრავი ქონების იმპერიას ფლობს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 56 წლის მოჯთაბა ხამენეის საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი ქონება აქვს.

მედიის ცნობების მიხედვით, ევროპაში უძრავი ქონების იმპერია შექმნა ირანელმა ბიზნესმენმა, ალი ანსარმა, რომელიც დაკავშირებულია ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟთან.

„ბლუმბერგის“ ერთწლიანი გამოძიების თანახმად, ის შუამავლების მეშვეობით აკონტროლებს უძრავი ქონების საერთაშორისო ქსელს, თუმცა აქტივები პირდაპირ მის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

პორტფელში შედის ძვირად ღირებული უძრავი ქონება ლონდონში, ვილა დუბაიში და მაღალი კლასის სასტუმროები ფრანკფურტში და მალიორკაზე. დაფინანსება ძირითადად მოდის ირანის ნავთობის შემოსავლებიდან, რომლებიც ირიცხება ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფინანსურ ინსტიტუტებში და ოფშორული კომპანიების ქსელის გავლით.

„ბლუმბერგის“ მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ძირითადი აქტივია ფრანკფურტში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Frankfurt Gravenbruch-ი.

დოკუმენტაციის მიხედვით, სასტუმრო 2011 წლიდან ეკუთვნის ირანელ ბიზნესმენ ალი ანსარისთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.

გამოძიების მიხედვით, ირანელი მულტიმილიონერი ალი ანსარი, შუამავლის როლს ასრულებს ხამენეის ვაჟისთვის. თავად ანსარი უარყოფს რაიმე კავშირს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ ან მოჯთაბა ხამენეისთან.

ანსარის წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დააწესა დიდმა ბრიტანეთმა. ანსარიმ კატეგორიულად უარყო ფინანსური ან პირადი კავშირი მოჯთაბა ხამენეისთან და აღნიშნა, რომ აპირებს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გასაჩივრებას.

როგორც „ევრონიუსი“ Financial Times-ის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, ირანელმა ბიზნესმენმა, ანსარიმ შექმნა დაახლოებით 400 მილიონი ევროს ღირებულების ევროპული უძრავი ქონების იმპერია.

აქტივები მოიცავს ძვირად ღირებულ ქონებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გოლფის კურორტს მალიორკაზე და სათხილამურო სასტუმროს ავსტრიაში, რომლებიც სტრუქტურირებულია ოფშორული კომპანიების რთული ქსელით ლუქსემბურგში, სენტ კიტსსა და ნევისში, ავსტრიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი: „ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და პროპორციული პასუხი მოჰყვება

,,ახლახან ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მკითხა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა იმ პირთა დაკავებას, რომლებიც, როგორც ითქვა, ისრაელისკენ მიმავალ ენერგოგადამცემ ხაზებზე დივერსიების მოწყობას გეგმავდნენ. საპასუხოდ, ავუხსენი, რომ როდესაც ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში შესაძლებელია მტრის სამხედრო მიზნებზე რეაგირება, რა საჭიროა დივერსიული და ფარული ქმედებები? ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე მიდგომას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამავდროულად, აშკარაა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი, პროპორციული და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა ის საკითხია, რომელიც ყველა აქტორისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ, ომი ჩვენ არ დაგვიწყია''--ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

გერმანიის ვიცე-კანცლერი – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს, არსებობს კითხვები საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ

გერმანია არ აპირებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, ეს ჩვენი ომი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.კლინგბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემის მუდმივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ.„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა კლინგბეილმა.მისი თქმით, მსოფლიოში არ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი წესრიგი, სადაც „მხოლოდ ძლიერის კანონი მოქმედებს“.ამასთან, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.

გივი თარგამაძე – რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი“ დამტრიალებთ თავს, რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო? –...

თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომელიც სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.როგორც თარგამაძე სოციალურ ქსელ „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მან ქვეყანა დღეს დატოვა. ის ინტერნეტში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორია თბილისის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე დატოვოს.„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი“, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით. თუ ძალიან გეჩქარებათ, მაგ მედიის, ან, ახლობლების, ან, სულაც, საფოსტო მტრედების საშუალებით გამომიგზავნეთ კითხვები და ასევე გამოგიგზავნით პასუხებს. ალბათ, იქით კითხვებსაც, ან კიდევ, მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ და მერე ჩამასრულებინეთ. თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“, - წერს თარგამაძე.ცნობისთვის, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა, „როუმინგი“ და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც, როგორც კი ტელეფონს ჩართავს, შეატყობინებენ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული“.ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ.გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა ისრაელის საელჩოს განცხადება. მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა –...

ისრაელის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ საელჩოს მსგავსი პოზიცია შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს როგორც ქართულ, ისე ებრაულ საზოგადოებაში.„მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს"- აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შენარჩუნება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას საჭიროებს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა დღეს ისრაელის საელჩოს განცხადება.ეს შეცდომა საელჩოს არ უნდა დაეშვა. ამის საპასუხო რეაქცია ქართული და ებრაული საზოგადოებისგან ისრაელის საელჩოს მიმართ იქნება ძალიან კრიტიკული. მსურს ისრაელის საელჩოს პასუხი გავცე როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც ძალიან უყვარს ებრაელი ხალხი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართულ-ებრაულ მეგობრობას. აქ ხაზს ვუსვამ ნამდვილ მეგობრობას და არა იმას, რაზეც საელჩო მიუთითებს — დიდ პოლიტიკურ თამაშებში საქართველოს შესაძლო გაწირვას. ბატონო ელჩო, ქართულ-ებრაული მეგობრობის სიყვარული რომ კარგად შეიგრძნოთ, ეს სისხლით მორწყული მიწა ისევე უნდა გიყვარდეთ, როგორც უყვართ ქართველ ებრაელებს. თქვენ რომ კარგად იცოდეთ ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია, მაშინ ამ წერილს არ გამოაქვეყნებდით, რომელიც ოპოზიციის დაკვეთას უფრო ჰგავს მათი დასავლელი პატრონებისგან, ვიდრე საქართველოს მეგობარი ქვეყნის პოზიციას. 26 საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა ებრაელები მიიღო უდიდესი სიწმინდეების — წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის და შემდგომ უკვე მაცხოვრის კვართის ჩამობრძანებით.მას შემდეგ ჩვენი ისტორია ერთად იწერება და არ მგონია მთელს მსოფლიოში იპოვოთ ქვეყანა, სადაც ასე მშვიდობიანად და ხელშეუხებლად ეცხოვროს ებრაელ ხალხს. ვერ იპოვით ისტორიიდან ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ებრაული დიასპორის ან პოლიტიკის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებებით შუღლი ჩაეგდოთ საუკუნოვან მეგობრობაში. თქვენ კი დღეს სერიოზული დისონანსი შეიტანეთ ამ ურთიერთობებში, თუმცა ისიც ვიცით, რომ პოლიტიკა ცვალებადია, ჩვენი მეგობრობა კი — მუდმივი. იქნებ გაიხსენოთ, როდესაც ჰეზბოლამ ისრაელში ტერაქტი განახორციელა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა თქვენს მხარდასაჭერად და ამით სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. არც დღეს აუვლია გვერდი საქართველოს ხელისუფლებას ამ ომზე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებისგან, რაც ასევე გარკვეულ რისკებს შეიცავდა. ეს დიდი სახელმწიფოების დიდი პოლიტიკური თამაშებია საკუთარი დივიდენდების მისაღებად და ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ ითხოვთ საქართველოდან მსხვერპლთშეწირვას? დავიჯეროთ, ოპოზიციის მტრულ ქმედებებს მიჰყვება თქვენი საელჩო და თქვენც მათსავით ითხოვთ საქართველოში ბომბების ცვენას?ჩვენ გვაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლების და შემდეგ უკვე 2008 წლის სისხლიანი ქრონიკები. სამწუხაროდ, გვახსოვს მეგობარი სახელმწიფოების თავშეკავებული და მოზომილი განცხადებები. გვახსოვს აგვისტოს დღეებში ისრაელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც საქართველოს წინააღმდეგ, რაც დღემდე დიდ ტკივილად გვრჩება. საქართველოში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 5 000-მდე ებრაელი და 500 000-ზე მეტი მუსლიმი. გარდა ამისა, ირანში ცხოვრობს დაახლოებით 400 000 ქართული წარმოშობის ადამიანი. ჩვენ ვართ გლობალური პროცესების ეპიცენტრში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ერთი ზედმეტი სიტყვაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი მეგობრობა. „მეგობრის ჭირში ცნობა“ შეიძლება საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავდეს, მაგრამ არა სამშობლოსის — ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს. მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს,"— წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

აბას არაღჩი – ირანის ქმედებების გაძლიერებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება

ირანის ქმედებების გაძლიერებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.„სწორედ ამისთვის არის ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მზად. ირანის თავდაცვის გაძლიერების პასუხისმგებლობა პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკისრება“, – განაცხადა არაღჩიმ.როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ირანის „ღიაობა დეესკალაციის მიმართ“, იმ პირობით, რომ მისი მეზობლის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, „თითქმის მაშინვე განადგურდა“ ტრამპის მიერ ირანის შესაძლებლობებისა და განზრახვის „არასწორი ინტერპრეტაციით“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის პრეზიდენტის განცხადება მეზობელი ქვეყნების წინაშე „დანებებად“ შეაფასა და გააფრთხილა, რომ აშშ ირანს „ძალიან ძლიერ“ დარტყმას მიაყენებს.

ბოლო სიახლეები