პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„საქართველო და ევროკავშირი 2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული უპირატესობებით სარგებლობენ. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს კომპანიებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი გაუხსნა, რომელიც 450 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს – თითქმის ყველა პროდუქტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის, სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მარეგულირებელ ნორმებთან გაზრდილი შესაბამისობის საშუალებით. ევროკავშირში ექსპორტის განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა; ვაჭრობა მზარდი ნდობის, შესაძლებლობებისა და საერთო კეთილდღეობის ისტორიად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ვაჭრობის წილი სრული ბრუნვის 22%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ქართული პროდუქციის მოყვანამ ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება განაპირობა და ადგილობრივ კომპანიებს შორის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მრავალი შესაძლებლობა ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული, ათწლეულის განმავლობაში არსებული ტენდენცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მედეგობას და ევროკავშირის ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ასახავს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბუნდესტაგში ადასტურებენ პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთან პეტერ ფიშერის შეხვედრას და უარყოფენ ინფორმაციას ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე

გერმანიის მთავრობა პასუხობს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას, ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების მიზანს.როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება.„ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს“,- ნათქვამია ბუნდესტაგის პასუხში.ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.„ფედერალური მთავრობის პასუხი პარლამენტის წევრების უდო თეოდორ ჰემელგარნის, გეროლდ ოტენის, ჰაინრიხ კოხის, პარლამენტის სხვა წევრებისა და AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის მცირე ინტერპელაციაზე.ფედერალური მთავრობის განმარტებადიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმირება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამის შესახებ მოხსენება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ძვირად ღირებულების ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?– არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი?– აღნიშნულ პერიოდში გერმანიის ელჩი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა.3. არსებობდა თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები (იხ. კითხვა 2) და თუ კი, რა იყო ისინი?4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები (იხ. კითხვა 2)?– მე-3 და მე-4 კითხვებს ერთად ვუპასუხებთ – მითითება კეთდება ფედერალური მთავრობის განმარტებაზე.5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე? – მე-5 და მე-6 კითხვებს ერთობლივად ვპასუხობთ – ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მე-2 კითხვაზე პასუხში ნახსენები შეხვედრა მხოლოდ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა.7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?– ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?– შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.შეგახსენებთ, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მიმართა კითხვებით, რომლებიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.ამასთან, გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ჯეი დი ვენსი – ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს

ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ეს, შეიძლება, კატასტროფა იყოს. მართლაც შეიძლება, იყოს, რადგან ამ ეტაპზე ადამიანები სამ ხელფასს გამოტოვებენ, ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ გამოცხადდება, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარეები ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როდესაც უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება, რა მოხდება, როდესაც ხალხს ოთხი საათი მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს.ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა საქმიანი ვიზიტებით იმოგზაუროს. გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ დემოკრატები მთავრობას ხელახლა არ გახსნიან. თუ ასე გაგრძელდა, შეფერხებები მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ამერიკელი ხალხისთვის ფრენა ძალიან, ძალიან გართულდება“, – განაცხადა ვენსმა.მისივე თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღალა პარტიული დაპირისპირებით.„ბევრ ამერიკელს ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირება ყელში ამოუვიდა. დამიჯერეთ, ცხრა თვეა, ამ თანამდებობაზე ვარ და მეც დავიღალე პარტიული დაპირისპირებით ვაშინგტონში, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მარტივია. შეგვიძლია, ყველა პოლიტიკური უთანხმოებაზე ვისაუბროთ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, შეგვიძლია, არ შევთანხმდეთ, შეგვიძლია, ხელი ჩამოვართვათ და კომპრომისზე წავიდეთ ზოგიერთ საკითხზე, იმედია. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ყველა ამერიკელი – დემოკრატი თუ რესპუბლიკელი უნდა შეთანხმდეს. გახსენით მთავრობა, შეაჩერეთ ეს სიგიჟე და გახსენით მთავრობა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს“,- განაცხადა ვენსმა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:,,ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ დაწესებულებებში:https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128მაღალი აქტივობის გამო, მათთვის ვინც ვერ ახერხებს სამუშაო დღეებში ვაქცინაციას, შეგიძლიათ მიმართოთ შაბათობით შემდეგ დაწესებულებებს მითითებულ საათებში:https://ncdc.ge/#/pages/file/ff45f3ab-8155-426a-b3f3-1971512086e7დამატებითი ინფორმაციისათვუს დაგვიკავშირდით 116 006#NCDC"

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7500-მდე შეამცირებს.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი სამხრეთ აფრიკელებს მიენიჭებათ.როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.განცხადებაში შემცირების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზების ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეაჩერა თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა (USRAP).

მოსალოდნელია ყინვა – ნოემბრის ამინდის პროგნოზი

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8◦-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6◦-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშუალო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13◦, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9◦, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6◦, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30◦, მთაში +21, +26◦, მაღალმთიან რაიონებში +15, +20◦-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთსაქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში _ 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.დასავლეთ საქართველოშავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +13◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +22, +25◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +1, -2◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦(მაღალმთიან რაიონებში  +2, +4◦)რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -6◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -12◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18◦-მდე).ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.აღმოსავლეთ საქართველოქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +9◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6◦-მდე, ქვემო ქართლში  0, -3◦-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +19*, +22◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -1, -4◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +18, +21◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +6◦ (მაღალმთიან რაიონებში  +2, +3◦)  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -9◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -14, -17◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +18◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +12, +15◦-მდე).ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

ბოლო სიახლეები