ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება

ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის. ახალი ინიციატივა პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდება, ამავე დროს, რეფორმის მიზანი საერთაშორისო მოგზაურებისთვის ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღების ვადების შემცირება და პროცედურის გამარტივებაა. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ვიზების გაცემის ვადა 15-დან 10 დღემდე შემცირდება.

ამავე დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებს სავიზო განაცხადის შევსება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე შეეძლება.  დღეს ეს მაქსიმუმ 3 თვით ადრეა სავალდებულო. ამასთან, აპლიკაციის შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმის შედეგად,  ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 1 წლიდან 5 წლამდე გაიზრდება და მისი მიღება უფრო მარტივი იქნება იმ მოგზაურებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ხანგრძლივი და დადებითი ისტორია აქვს.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული რეფორმის კიდევ ერთი პუნქტი მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს. კერძოდ, ტურისტებს შვიდდღიანი ვიზების მიღება ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეეძლებათ. მსგავსი ვიზა მოგზაურებს საშუალებას მისცემს შვიდი დღე დარჩნენ მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს ვიზა გასცა.

ევროკომისიის ახალი ინიციატივა სავიზო მოსაკრებელის 25-პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, მოგზაურებს 60 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ. ევროკომიასაში აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს სასაზღვრო კონტროლი გააძლიერონ, განაახლონ შესაბამისი აღჭურვილობა და გაზარდონ თანამშრომელთა რაოდენობა.

სავიზო კოდექსის ცვლილებები ასევე მოიცავს ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმის ამოქმედებას და შესაბამისად, ვიზების მიღებაზე უფრო მკაცრი პირობების დაწესებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან არალეგალური მიგრანტების რეადმისიაზე.

ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ წელს გაზაფხულიდან ევროკომისია ვიზების საინფორმაციო სისტემის გადახედვის ინიციატივას წარადგენს. 2018 წლის ბოლომდე კი, ევროპარლამენტთან და წევრ სახელმწიფოებთან ევროკომისია დიალოგის დაწყებას გეგმავს, რათა ვიზების გაცემის პროცედურა სრულად ელექტრონული გახდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა და მისი მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება

უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუტი, ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს.კახიანის თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ხიდაშელის განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას.„ახლა, როდესაც ვითარება იძაბება, კეთდება ასეთი განცხადებები, როგორიც თინა ხიდაშელმა გააკეთა. აქამდე მსგავსი განცხადება მოგისმენიათ მისგან, რომ თურმე საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ?! უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას. ასევე, რთულად მისახვედრი არ არის, რომ დიდი ალბათობაა, ამ განცხადებას გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან დადებითად განწყობილები, სათავისოდ აიტაცებენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენება დაგვაბრალეს საქართველოში. ხვდებით, რაოდენ დიდი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აბსურდული დეზინფორმაციების გავრცელება. როდესაც ამ ფონზე კიდევ ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, რომ ეს არის პროვოკაციული და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი“, - აღნიშნა კახიანმა.მისივე თქმით, თინა ხიდაშელს გათავისებული ექნება, რომ მის განცხადებას ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სათავისოდ გამოიყენებენ და ემსახურება იმას, რომ დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. აქედან გამომდინარე, კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები სავარაუდოდ ამ ბრალდებებით დაინტერესდებიან.

ბაჰრეინის მთავრობის ცნობით, ირანულმა რაკეტამ ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

ირანულმა რაკეტამ ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ბაჰრეინის მთავრობა ავრცელებს.„ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ BAPCO Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გრძელდება. ამჟამად ზარალის შეფასება მიმდინარეობს“,- ნათქვამია ბაჰრეინის მთავრობის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ

ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.„ვიმედოვნებთ, ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ და მათ დაურეკონ, მათ მშობლიურ ენაზე გაესაუბრონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ.გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.„ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ სამაგალითო თანამშრომლობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, შევქმენით ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა

აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ენერგეტიკა საქართველოს წინააღმდეგ იარაღად, პირიქით, ჩვენ შევქმენით ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.ნიკოლო სამხარაძემ ასევე საქართველოს ჰიდრორესურსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ათწლიანი გეგმა აქვს ელექტროენერგიის გამომუშავების გასაზრდელად.„ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ენერგეტიკის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენების მსხვერპლი გავხდით. ეს იყო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის დროს. რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ და ფაქტობრივად შეწყვიტა საქართველოს ენერგომომარაგება. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი აზერბაიჯანი. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ძალების გაერთიანება, რადგან აზერბაიჯანი იყო ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ნავთობის მოპოვება კასპიის ზღვაში და ასევე სჭირდებოდა ამ ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული მარშრუტებით.ჩვენ გავერთიანდით და ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიხილეთ სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ აზერბაიჯანზე, რადგან აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ენერგეტიკა საქართველოს წინააღმდეგ იარაღად. პირიქით, ჩვენ შევქმენით ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა. კასპიის ზღვიდან იწყება ნავთობსადენი, გაზსადენი, რომელიც მიდის თურქეთამდე და მესამე მილსადენი, რომელიც მიდის აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, შავი ზღვის სანაპიროსკენ.ჩვენ გვჯერა, რომ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია განვითარება. თქვენ იკითხეთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, გვაქვს ათწლიანი გეგმა საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების გასაზრდელად. ჩვენ ჰიდრორესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ და მომდევნო ათი წლის განმავლობაში სამ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს ავაშენებთ საქართველოში, რაც სამჯერ გაზრდის ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამასთანავე, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ჩვენი რუმინელი, უნგრელი და აზერბაიჯანელი მეგობრების თანამონაწილეობით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები