რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70%-ზე მეტი ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტეების 21,33 %. მოქმედი პრეზიდენტს კი ხმების 71,97% აქვს.
წინასწარი მონაცემებით, პავლე გრუდინინმა ხმების 15,90% მოიპოვა, ვლადიმერ ჟირინოვსკის ამომრჩევლების 6,86%-მა დაუჭირა მხარი, ქსენია სობჩაკს კი ხმების 1,39% აქვს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობამ 59,93% შეადგინა.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა.