პარასკევი, თებერვალი 28, 2025

„დღეს შეამჩნიეს სადგურის მოედანზე, არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული” – რა ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში დაკარგულ ბიჭზე

“ალექსი, ბავშვი რომელიც დაიკარგა ბათუმში დღეს შეამჩნიეს სადგურის მოედანზე, არ არის გამორიცხული გონება ქონდეს არეული” – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:

“მოგესალმებით, ძვირფასო ნახალოვკელებო, ალექსი ბავშვი, რომელიც დაიკარგა ბათუმში, დღეს შეამჩნიეს სადგურის მოედანზე თბილისი ცენტრალის ზედა მხარეს. არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული.

დაზუსტებით ვიცით, რომ ეს ბავშვი ალექსია და დიდი თხოვნა მექნება თუ სადმე დაინახავთ, დარეკოთ 112-ში ან კიდევ ადგილზე დაიჭიროთ და მოგვმართოთ ჩვენ, დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე 574404680. თუ სადმე დაინახავთ, რომ ავტობუსში ადის ან მარშუტკაში აუშვათ და  გამოიძახეთ პოლიცია და მათ მოსვლამდე არ დააძრევინოთ მძღოლს მანქანა. ეს ეხება როგორც თბილისი-ბათუმის მარშუტკებს, ასევე თბილისში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს”, – წერს ელისაბედ კიკვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უნიკალური ოპერაცია-ინდოეთში ქირურგებმა მოზარდს “პარაზიტი ტყუპისცალი” მოაშორეს – პაციენტს მუცლის არიდან ფეხები, დუნდულები და გენიტალიები ჰქონდა ამოზრდილი

ინდოეთში ქირურგებმა 17 წლის მოზარდს სხეულიდან ე.წ. პარაზიტი ტყუპისცალი წარმატებით მოაშორეს. პაციენტს მუცლის არიდან ფეხები, დუნდულები და გენიტალიები ჰქონდა ამოზრდილი, რომლებიც განუვითარებელ ტყუპისცალს ეკუთვნოდა.ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როდესაც ტყუპი ემბრიონებიდან ერთ-ერთი განვითარებას წყვეტს, მაგრამ მეორე, გადარჩენილ ჩანასახს ეკვრის. უკანასკნელ შემთხვევაში, პარაზიტული ტყუპისცალის სხეულის ნაწილები საერთო ჯამში დაახლოებით 15 კილოგრამს იწონიდა.ოპერაცია ნიუ-დელიში მდებარე AIIMS-ის კლინიკაში ჩატარდა და ქირურგებმა ორსაათიანი პროცედურის შედეგად მოზარდს სხეულიდან პარაზიტული ტყუპი სრულად მოაშორეს. ექიმების თქმით, ასეთი ოპერაციები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ტარდება, რაც ამ შემთხვევას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.მთავარი ექიმი, ასური კრიშნა ამბობს, რომ მსოფლიოში მხოლოდ 40-50 ასეთი შემთხვევაა აღწერილი და ოპერაციები უმეტესად ჩვილობის ასაკში ტარდება. მიიჩნევა, რომ მსგავსი ფენომენი მილიონში ერთიც კი არაა (უფრო ნაკლებია), ხოლო ამის უკან მდგომი ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ ორი მთავარი ჰიპოთეზა არსებობს - ემბრიონული გახლეჩისა და შერწყმის.პირველი ვერსიის მიხედვით, განაყოფიერებიდან 13-15 დღის შემდეგ ემბრიონის შემადგენელი უჯრედების მასა მხოლოდ ნაწილობრივ იყოფა, ამიტომ ჩანასახების ქსოვილები ურთიერთშეკავშირებული რჩება. მეორე მოსაზრების თანახმად, თავდაპირველად ორი დამოუკიდებელი ემბრიონი არსებობს, მაგრამ განვითარების შედარებით გვიანდელ ეტაპზე ისინი ერთმანეთს ერწყმის. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჩანასახი ზრდას წყვეტს და ტყუპისცალის სხეულის პარაზიტულ დანამატად იქცევა.პარაზიტული ტყუპისცალი სიცოცხლის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ მას გადარჩენილი ემბრიონის სისხლი მიეწოდება. ამის გამო წარმატებით ჩამოყალიბებულ ტყუპისცალს შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ოპერაცია.ექიმებმა დაადგინეს, რომ პარაზიტული ტყუპი მოზარდის მკერდის ძვალზე იყო მიმაგრებული და სისხლს გულმკერდის ვენიდან იღებდა. პროცედურის დროს პაციენტის არტერიული წნევა მკვეთრად დაეცა, რადგან მისი სისხლის თითქმის 40% პარაზიტულ ტყუპს მიეწოდებოდა. ამის მიუხედავად, ქირურგებმა წნევის სტაბილიზება მოახერხეს და ოთხი დღის შემდეგ მოზარდი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს.აქამდე მისთვის გადაადგილება და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ახლა 17 წლის მოზარდის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სურს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, ისწავლოს და მომავალში სამსახურის იპოვოს.

შსს – მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად, გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში დიდთოვლობის გამო დახმარების საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად, კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

შსს – მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, დიდთოვლობის გამო დახმარების საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, დიდთოვლობის გამო დახმარების საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი იქნება

რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კირ სტარმერთან შეხვედრისას განიხილეს ნაბიჯები უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.„როგორც მე განვიხილე პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, არის ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს, შეიძლება, სწრაფად მოხდეს. ეს საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დააბრუნებს სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპაში, და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საშინელი ომი აღარასოდეს განმეორდება ევროპულ მიწაზე ან სხვაგან“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელს, სავარაუდოდ, თეთრ სახლში ხვალ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერს, „საფუძველს ჩაუყრის აშშ-სა და უკრაინას შორის უფრო მდგრად სამომავლო ურთიერთობებს“.ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, გამოიყენებს თუ არა შესაძლებლობას და მოუხდის თუ არა ბოდიშს ზელენსკის იმისთვის, რომ მას დიქტატორი უწოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ დიდ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტს.„ვფიქრობ, ხვალ დილით ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ჩვენ ნამდვილად კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მას ბევრი აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით, ისინი კი ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ. ისინი მართლა იბრძოდნენ. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები იყვნენ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე შეხვდება.

ბოლო სიახლეები