სამშაბათი, მაისი 27, 2025

დღეს ,,ქართული ოცნება” – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე აქვს

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე  და არასმთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი,დღეს იუბილარია, იგი 58 წლის გახდა. ბიძინა ივანიშვილი 1956 წლის 18 თებერვალს ჭორვილაში დაიბადა.

ივანიშვილი საქართველოში 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 25 ოქტომბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილი დაპირებისამებრ თანამდებობიდან გადადგა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა და სამოქალაქო საზოგადოება “მოქალაქე” დააფუძნა.

ყოფილმა პრემიერმა 35 წლის ასაკში ეკატერინე ხვედელიძეზე იქორწინა. ივანიშვილს ჰყავს 4 შვილი – უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მან რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა, არის ნახატების კოლექციის მფლობელი. ივანიშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უთანხმოება ოპოზიციაში – “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი პირველია, ვინც სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. სააკაშვილის პარტია, ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი პირადი კომფორტისა და საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის. მწვავე პოზიცია აქვს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი არჩევნების ხსენება დანაშაულია, მასში მონაწილეობის შემთხვევაში კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თეატრის მსახიობები იქნებიან.ოპოზიციის კრიტიკა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ან ორივე ერთად გაიმართოს.ზურაბიშვილის ამ განცხადებას პროტესტი ადგილზე, საპროტესტო აქციაზევე მოყვა. პაატა ბურჭულაძე პირველი იყო, ვინც მკაფიოდ თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ხალხი ფუჭი სიტყვების მოსასმენად მიიყვანა.რუსთაველის გამზირის პარალელურად , სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკული გზავნილები მიიღო სხვა პოლიტიკური ძალებიდანაც. ნიკა მელია, ვისთვისაც ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ბუნდოვანი აღმოჩნდა, ზურაბიშვილისგან ითხოვს განმარტოს- პირადი პოზიცია გააჟღერა, თუ პლატფორმაზე არსებული პარტიების სახელით საუბრობდა.სალომე ზურაბიშვილის განცხადება გასაგები და მისაღები აღმოჩნდა ლელოსთვის. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ნებისმიერი შემდეგი მარათონისთვის ემზადება გიორგი გახარიას გუნდი. ექსპრემიერმა განცხადება პარტიის ყრილობაზე გააკეთა.ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ მათ საკუთარი მხარდამჭერებიც დაკარგეს. ამის დასტური ქართული ოცნებისთვის საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა იყო. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პარტიები, ვინც მითითებებს უცხოელი დამფინანსებლებისგან იღებენ, ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდებიან.თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

დედის ლოცვა შვილებისთვის!ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ეკა ბესელია – არც არავინ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს – წერილის ავთენტურობა და ორიგინალი ვერსია უნდა ვნახოთ, ალბათ, საელჩო გააკეთებს...

ბესელია ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილსაც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.მისი თქმით, წერილის ავთენტურობა დაუდასტურებელია და ალბათ, საელჩო გააკეთებს განცხადებას.როგორც ბესელიამ აღნიშნა, არავინ დაიჯერებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ყაველაშვილს ულოცავს.“ჯერ ერთი, ამ წერილის ავთენტურობა და ამ წერილის სწორი ვერსია უნდა ვნახოთ იმიტომ, რომ გუშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვა გავრცელდა, ძალიან ღიად და ცხადად იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფო მდივანი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ულოცავდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. დღეს ეს სულისკვეთება აქვს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და სანქციების დაკისრების პირობებში რომელ ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობთ, როდის იყო, სანქციებს უწესებდნენ ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმაციასაც აღიარებენ, გამორიცხულია.დამთავრებულია ეს ლეგიტიმაცია, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები უკვე მიღებული აქვს, პრეცედენტი არ არსებობს, რომ მიღებული სანქციის შემდეგ ვინმეს მიმართ გაუქმდა მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ახლა, ილაპარაკო იმაზე, რომ შეიცვლება და მილოცვა, რომელიც არავინ იცის საერთოდ, როგორ გაავრცელეს და რა ტექსტია, ორიგინალს ვნახავთ და საელჩო ალბათ გააკეთებს განცხადებას. არც არავინ არ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძე – ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას თუ გავაგრძელებთ, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება, მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით

ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ ტემპით თუ გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა, მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება, მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არცერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო ხალხი, პრეზიდენტ ტრამპის წერილში საუბარია მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“...

აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს, პრეზიდენტ ტრამპის წერილში პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე პირდაპირ საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის დაპირისპირებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.კობახიძის თქმით, მოხარულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ.„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ბოლო სიახლეები