ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება ⚽

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. 24 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ნაკრები ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

საქართველო – მონღოლეთის ამხანაგური მატჩი ბათუმი არენაზე 18:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს, 20:00 საათზე კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს – ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების პირობებში ცხრა მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი, ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი

წინა ხელისუფლების პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში შევა მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.„პირველ რიგში, მარიამ ქვრივიშვილს მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6,5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან. წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის დროს, 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მშპ-ს განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მარიამ ქვრივიშვილს კიდევ ერთხელ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში“, – განაცხადა პრემიერმა. 

შალვა პაპუაშვილი – უცხოურმა გეგმამ კიდევ ერთხელ იწვნია მარცხი, ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტები ემსახურება გეგმის გადალაგებას, რომ კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უცხოურ დაკვეთას ასრულებს და საზღვარგარეთ მათი ვიზიტები ემსახურება მითითებების მიღებას.პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხი არ აინტერესებს.„არანაირი თნხის დახარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება. ისინი ასრულებენ უცხოურ დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში მითითებების მისაღებად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვაკვირდებით ზუსტად ამას, რომ ცალ ფეხზე მდგომი ენჯეოშნიკები და ოპოზიციონერები თავიანთ ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ, ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი არიან იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ, ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ემსახურება ზუსტად იმას, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება. ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე, კონსპირაციულად, ისე, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან და რაზე საუბრობენ, კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა.„მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთადერთ რამეს, რომ შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დანია აცხადებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს

ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„დღეს კარგი დღეა ევროპისა და უკრაინისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი სლოვაკეთის მიერ ვეტოს მოხსნის შემდეგ დაამტკიცა.

შალვა პაპუაშვილი – გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა და ზრდის ისეთ მაჩვენებლებს მიაღწია, რომელიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა

„თბილისის ფინანსური სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი, მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა. მაგალითისთვის, ბოლო ოთხი წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს (9.7 პროცენტი) მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებამ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა, გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს. საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად, იცავს ფინანსურ სტაბილურობას.„საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას. აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში. ვიმედოვნებ, დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები