ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

დღეს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს

4 წე­ლი­წად­ში ერთხელ, 29 თე­ბერ­ვალს გა­სა­თხო­ვარ ქა­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, და­ქორ­წი­ნე­ბა მა­მა­კაცს თა­ვად შეს­თა­ვა­ზონ. ამას­თან, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა “არ აქვს”.

ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს ძვე­ლი ირ­ლან­დი­უ­რი ლე­გენ­დი­დან იღებს. მისი იდეა ასე­თია – “ქა­ლებს უნდა მი­ე­ცეთ 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­მა­კაცს ხელი სთხო­ვონ, რათა და­ბა­ლანსდეს ამ ორი სქე­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი რო­ლე­ბი, ზუს­ტად ისე, რო­გორც “ნა­კი­ა­ნი” 29 თე­ბერ­ვა­ლი აბა­ლან­სებს კა­ლენ­დარს”. ამას­თან, ქა­ლებ­მა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ბე­ჭე­დიც თა­ვად უნდა შე­ი­ძი­ნონ.

გარ­და ნა­კი­ა­ნი დღი­სა, 29 თე­ბერ­ვალს მარ­ტო­ხე­ლა­თა დღე­საც უწო­დე­ბენ.

29 თე­ბერ­ვალს მა­მა­კა­ცის­თვის ხე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის ტრა­დი­ცი­ას ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ბრის­ტოლ­სა და ლიდსში ამ დღით მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბის 90%, ხოლო ბელ­ფას­ტში 50% სარ­გებ­ლობს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე კვლე­ვაც ჩა­ტარ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­კი­თხულ მა­მა­კაც­თა ნა­ხე­ვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გი სუ­ლაც არაა, რომ პარტნი­ორ­მა და­ქორ­წი­ნე­ბა თა­ვად შეს­თა­ვა­ზოს. ამ დღის­თვის ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქა­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმის მო­წყო­ბას ან რო­მან­ტი­კუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბისsalesland.ge – ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge – ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­გეგ­მვას ურ­ჩე­ვენ, რათა ბეჭ­დის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­დეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ბოლო სიახლეები