საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 09:00 საათიდან დაიწყება.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.
რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
წელს პირველ კლასში შესვლის უფლება მას აქვს, ვინც 16 სექტემბერს უკვე 6 წლის იქნება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროცედურაში ცვლილებები შევიდა და ის 4 ეტაპად ტარდება.
წელს, პირველ რიგში, რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ.