სამშაბათი, მაისი 12, 2026

„დღეგრძელობა ლეგენდას“ – ელდარ შენგელაია იუბილარია: ლეგენდარულ რეჟისორს დაბადების დღეს შვილიშვილი ულოცავს

ელდარ შენგელაია იუბილარია. ცნობილ რეჟისორს იუბილეს შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი, სოციალურ ქსელში ულოცავს და ბაბუის ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს.

ელდარ შენგელაია 1933 წელს თბილისში დაიბადა. იგი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის და რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას შვილია.

წიგნში “მოგონებები და შეხვედრები“, რომელიც ნატო ვაჩნაძის ავტორობით გამოვიდა, იგი ამბობს; “რა ცოტა რამაა საჭირო იმისთვის, რომ მსახიობი გახდე. გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა… რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისთვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურიდან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო“.

ქართული კინოს გამორჩეული სილამაზე და უკვდავი “მარგალიტა” – არიადნა შპრინკის, იგივე არიადნა შენგელაიას 20-წლიანი თანაცხოვრება ელდარ შენგელაიასთან, განქორწინება და ბრწყინვალე კარიერა

გოგონა „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ – ვინ არის ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი და არიადნა შენგელაიას შვილიშვილი, ზღაპრული სილამაზის ნატალია ჯუღელი

1957-59 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის, „მიქელას“ ეკრანიზაცია. მოგვიანებით, 1977 წელს, ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“. შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და „შერეკილები“.

“ქართული კინო განსაკუთრებული ფენომენია, მან უფრო ადრე მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვიდრე ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა. მარტო ის რად ღირს, რომ პარიზში, პომპიდუს ცენტრში, მოეწყო ქართული კინოს 100 საუკეთესო ფილმის ჩვენება.

რაც შეეხება პარლამენტში ჩემ ყოფნას, ეს ყველასთვის დიდი ტკივილის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოხდა. მე იმ კომისიაში ვიყავი, რომელიც ამ ტრაგედიის მიზეზებზე მუშაობდა და სახელმწიფო მანქანა დამნაშავედ ცნო. ხალხმა მოინდომა ჩემი პარლამენტში ყოფნა. შემდგომში ზურაბ ჟვანიას ფაქტორი იყო გადამწყვეტი, როცა ვიცე-სპიკერის პოსტი მეკავა” – ამბობდა რეჟისორი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ირანის პარლამენტის სპიკერი – მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხოთ – ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, ისინი გაოცებულები დარჩებიან

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა. „არასწორი სტრატეგია და არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ; ისინი გაოცებულები დარჩებიან“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ხვალ, 2026 წლის 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.ასევე, ხვალ მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის - ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები