„ძალიან საინტერესო ცვლილებები იწყება, რომლებიც მთელ მსოფლიოზე აისახება“ – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეერთებულ შტატებში “საღი აზრის რევოლუცია” გამოაცხადა.
ამ რევოლუციას როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რამდენიმე არსებითი საყრდენი აქვს.
ყველაფერი იწყება დაუყოვნებლივ.
უარი ითქვა “რადიკალურ თეორიებზე.
შეერთებული შტატები და სამყარო დღეს გამოცხადებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებით განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან – იმედი იბადება, რომ იქნება მეტი მშვიდობა, მეტი სამართლიანობა, მეტი რაციონალურობა და ნაკლები სიგიჟე (მაგალითად. უარყოფილი იქნება ორზე მეტი სქესის აღიარება და განათლების სისტემის რადიკალიზაცია).