ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა – დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.

ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიიის 800 წევრს გაგზავნის.

„ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად, მე ეროვნულ გვარდიას ვგზავნი. ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა და უსახლკარო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ საჭირო გახდა, იმავეს გააკეთებს ჩიკაგოშიც, სადაც მისი თქმით, კატასტროფული სიტუაციაა.

„თუ საჭირო გახდება, იმავეს გავაკეთებთ ჩიკაგოშიც, სადაც კატასტროფაა. იმედია, ლოს ანჯელესი უყურებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორდეზიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.რისმაგ გორდეზიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი. 2021 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო.

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში."დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო... მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით."დირბის ღვთისმშობლის" განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება.ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად. დირბის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით უშვილო წყვილებს.

ავტო ლიზინგი – მარტივი გზა ახალი ავტომობილის მისაღებად

დღეს, როდესაც ავტომობილი აუცილებელი გადაადგილების ნაწილია, ავტო ლიზინგი არის მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი ოცნების მანქანის მისაღებად. ეს ფინანსური სერვისი გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ ახალი ან მეორადი მანქანა მინიმალური საწყისი თანხით და გადაიხადოთ ეტაპობრივად, თქვენი ბიუჯეტის მიხედვით. რატომ ავირჩიოთ ავტო ლიზინგი? ავტო ლიზინგი პოპულარულია როგორც კერძო პირებში, ასევე კომპანიებში, რადგან მას აქვს რიგი უპირატესობები: დაბალი საწყისი შენატანი – არ არის საჭირო დიდი თანხის ერთიანად გადახდა.მოქნილი გადახდის გრაფიკი – შეგიძლიათ აირჩიოთ 12, 24 ან 36 თვიანი პერიოდი.სწრაფი დამტკიცება – განაცხადის განხილვა შეიძლება რამდენიმე საათში დასრულდეს.სურვილისამებრ ავტომობილის არჩევა – შეგიძლიათ აირჩიოთ სედანი, ჯიპი, ქროსოვერი, პიკაპი ან სხვა ტიპის მანქანა.ავტო ლიზინგი vs ავტო სესხი ბევრ ადამიანს აინტერესებს, რაში განსხვავდება ავტო ლიზინგი და ავტო სესხი. ავტო ლიზინგი – ავტომობილი თავდაპირველად ლიზინგის კომპანიის მფლობელობაშია და გადახდის დასრულების შემდეგ გადმოდის თქვენს სახელზე.ავტო სესხი – მანქანა თავიდანვე თქვენს სახელზე რეგისტრირდება, მაგრამ შეიძლება მოითხოვდეს უფრო დიდ საწყის შენატანს და მკაცრ კრედიტურ პირობებს.ლიზინგი ხშირად ჯობია მათთვის, ვინც სწრაფად და მინიმალური საწყისი თანხით სურს ავტომობილის მართვა. როგორ ხდება ავტო ლიზინგის მიღება? პროცესი მარტივია და მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს: ავტომობილის შერჩევა – ახალი თუ მეორადი, შიდა თუ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი.განაცხადის შევსება – ონლაინ ან ოფისში.დამტკიცება და ხელშეკრულება – პირობების დადასტურების შემდეგ მანქანას იმავე დღეს მიიღებთ.რა უპირატესობა აქვს ავტო ლიზინგს ბიზნესისთვის? კომპანიებისთვის ავტო ლიზინგი იდეალური გადაწყვეტაა, რადგან შეუძლიათ გაანაწილონ ავტომობილის ღირებულება და შეინარჩუნონ ფინანსური ლიკვიდობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაქსის კომპანიებისთვის, კურიერული სერვისებისთვის და სერვისული ჯგუფებისთვის. თუ გსურთ, რომ ახალი ავტომობილის შეძენა არ გახდეს დიდი ფინანსური ტვირთი, ეწვიეთ autocredit.ge და შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ავტო ლიზინგის შეთავაზება დღესვე.

ბინები დღიურად ბათუმში – კომფორტული და ხელმისაწვდომი არჩევანი

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ სანაპიროებს, მრავალფეროვან გასართობ ადგილებსა და სტუმართმოყვარე გარემოს. მათთვის, ვინც კომფორტულ და მოქნილ საცხოვრებელ ვარიანტს ეძებს, ბინები დღიურად ბათუმში იდეალური არჩევანია. რატომ ავირჩიოთ ბინები დღიურად ბათუმში? ბინები დღიურად ბათუმში მოგცემთ იმ თავისუფლებას და კომფორტს, რაც სასტუმროს ნომერში ხშირად შეუძლებელია.სრულად აღჭურვილი სამზარეულომყუდრო საცხოვრებელი ფართისწრაფი ინტერნეტი და ყველა საჭირო ტექნიკამაქსიმალური პირადი სივრცებინები ბათუმში – მდებარეობის მრავალფეროვნება ზღვისპირა ბინები ულამაზესი ხედებით მათთვის, ვინც გრძნობს ზღვის სიახლოვეს განსაკუთრებულ ხიბლს, ზღვისპირა ბინები საუკეთესო არჩევანია. შეგიძლიათ დილა ზღვის ხმაზე დაიწყოთ და საღამოს ბულვარში გაისეირნოთ. ბულვარის მიმდებარე საცხოვრებელი თუ გსურთ შუაგულ ქაოსსა და სილამაზეში ცხოვრება, ბულვარის ახლოს მდებარე ბინები ბათუმში იდეალურია. აქ ყველაფერს ფეხით მიაღწევთ – რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და გასართობი ადგილები. ძველი ბათუმის ისტორიული უბნები ძველი ბათუმი გაძლევთ შანსს ჩაეფლო კულტურულ ატმოსფეროში და დატკბეთ ქალაქის უნიკალური არქიტექტურით. რატომ არის დღიური ქირა ფინანსურად მომგებიანი? ბინები დღიურად ბათუმში ხშირად უფრო იაფია, ვიდრე სასტუმრო, განსაკუთრებით დიდი ოჯახებისთვის ან მეგობრების ჯგუფებისთვის.საკუთარი სამზარეულო საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ კვებაზემეტი ფართი და კომფორტი იგივე ფასადმოქნილი პირობები დარჩენის ხანგრძლივობაზევისთვის არის განკუთვნილი ბინები დღიურად ბათუმში?ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებელი და კომფორტული დასვენებაოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სივრცე და სიმყუდროვეწყვილებისთვის, რომლებიც ეძებენ მყუდრო გარემოს საქმიანი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მოქნილი და პრაქტიკული საცხოვრებელიროგორ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება? თუ გსურთ იპოვოთ თქვენთვის ბინები ბათუმში ეწვიეთ პლატფორმას, სადაც მრავალფეროვანი ბინები გელოდებათ სხვადასხვა ლოკაციასა და ფასის კატეგორიაში.

თურქეთის მომხიბვლელი სამყარო: დაუვიწყარი ტურები თურქეთში

თურქეთი საუკუნეების მანძილზე ემსახურება ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ეს არის ადგილი, სადაც ევროპული და აზიური კულტურა ერთმანეთს ერწყმის, სადაც ისტორიული ძეგლები და თანამედროვე ქალაქები ჰარმონიულად თანაარსებობენ. ულამაზესი სანაპიროებიდან დაწყებული, ენით აღუწერელი ბუნებით დასრულებული, თურქეთი ყველა გემოვნების მოგზაურისთვის შესანიშნავ შთაბეჭდილებებს გვპირდება. რატომ არის ტურები თურქეთში საუკეთესო არჩევანი? თუ თქვენ ეძებთ დასვენებას, სადაც კომფორტი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასი ერთმანეთს ერწყმის, მაშინ ტურები თურქეთში სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. ორგანიზებული ტურების არჩევა გეხმარებათ დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან ყველა დეტალი – ტრანსპორტი, განთავსება, ექსკურსიები – წინასწარ არის დაგეგმილი.ტურების საშუალებით შეგიძლიათ ეწვიოთ არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე გამორჩეულ ქალაქს ერთდროულად. მაგალითად, შეგიძლიათ მოინახულოთ სტამბოლი – ქალაქი, რომელიც ბოსფორის ორივე ნაპირზეა გაშენებული და გთავაზობთ საოცარ სანახაობებს, როგორიცაა აია სოფია და ცისფერი მეჩეთი. ასევე, შეგიძლიათ გაემგზავროთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, სადაც მდებარეობს ანტალია და ბოდრუმი – კურორტები, რომლებიც ცნობილია თავისი დაუვიწყარი პლაჟებითა და ღამის ცხოვრებით. ტურის განმავლობაში, შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ ეგზოტიკურ ადგილებსაც, როგორიცაა კაპადოკია, სადაც საჰაერო ბუშტებით ფრენისას თავს ზღაპარში იგრძნობთ. რა გელოდებათ თურქეთში? თურქეთში მოგზაურობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება. ეს არის მოგზაურობა ისტორიაში, კულტურაში და გასტრონომიაში. აქ ნახავთ უძველეს ამფითეატრებს, რომაულ აბანოებს და ბიზანტიურ ციხესიმაგრეებს. არ გამოტოვოთ ადგილობრივი ბაზრები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნაციონალური სამკაულები, ხალიჩები და სუვენირები.თურქული სამზარეულო ცალკე თემაა. დააგემოვნეთ ცნობილი ქაბაბი, დონერი, თურქული დესერტები და უნიკალური ყავა. ადგილობრივი სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. დაიწყეთ თქვენი თავგადასავალი ახლავე! თუ თქვენ მზად ხართ განიცადოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, შეისწავლოთ მდიდარი კულტურა და დაისვენოთ საოცარ კურორტებზე, მაშინ თურქეთი საუკეთესო არჩევანია. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებას დაგეგმოთ მოგზაურობა.დაჯავშნეთ თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა ახლავე! შეარჩიეთ და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი ტურები თურქეთში, რათა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

ბოლო სიახლეები