აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაახლებლად, ზელენსკის მშვიდობა უნდა სურდეს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ მისი დასრულება გვსურს, ან მივცემთ საშუალებას წავიდნენ და ნახონ რაც მოხდება, იბრძოლონ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების დროს.