კუბა წარუმატებელი ერია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, კუბას შეთანხმების დადება სურს და თვლის, რომ ეს მალე მოხდება.
„ან შეთანხმებას დავდებთ, ან იცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს, ვინც ტრამპს მისცა ხმა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. კუბიდან ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს, რომლებიც ძალადობრივად და სასტიკად გააძევეს ქვეყნიდან და უარესიც, ოჯახები მოკლეს. ასე რომ, ჩვენ კუბასთან ვსაუბრობთ, მაგრამ კუბამდე ირანთან ვაპირებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა 13 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორ დიდი ხნის მეტოქეს კონფრონტაციისგან დააშორებს.

