პარასკევი, თებერვალი 7, 2025

დონალდ ტრამპი – საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორს აშშ-ს გადასცემს

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებოდნენ რეგიონის უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ სახლებში და მათ რეალურად ექნებოდათ შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი.

„შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დეველოპერების ბრწყინვალე გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი დედამიწაზე. აშშ-ს ჯარისკაცები არ დასჭირდება! რეგიონში სტაბილურობა გამეფდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ამის მიზეზია ის, რომ სასამართლო მიზანში იღებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელს. ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე მიიღო ზომები თანამშრომლების დასაცავად შესაძლო სანქციებისგან, მათ შორის, სამი თვის ხელფასის წინასწარ გადახდით.

მამუკა მდინარაძე: ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ

ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. „ტრამპი, მარკო რუბიო, მოქმედი ადმინისტრაცია აკეთებს ერთი მიმართულებით ჩვენთვის ძალიან პოზიტიურ განცხადებებს. ჩვენთვის იმიტომ, რომ რა განცხადებებიც კეთდება, ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს საბრძოლო საკითხებს. ოჯახური ღირებულებების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწია. ევრო რეზულუციებში გვიწერეს, რომ ეს არ გააკეთოთო . თითი გვიქნიეს კულისებში, თუ ღიად. გამჭვირვალობაზე აღარაფერს ვამბობთ. ომზე საიდან მოიტანეთო და შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს. დღეს უფრო ნათლად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ის, რისთვისაც ბრძოლა მოგვიწია. ღირებულებების ნაწილში დეკლარირებული ყველა განცხადება ჩვენ გვაწყობს, მაგრამ ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43...

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში. „მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს აშშ-დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა. სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საგანგებო მდგომარეობა სანტორინიში

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე ზედიზედ რამდენიმედღიანი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 21:09 საათზე (19:09 GMT) საბერძნეთის კუნძულებს ამორგოსსა და სანტორინს შორის, რაც მას ბოლო დღეებში ყველაზე ძლიერად აქცევს. ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა 5 კმ (3.1 მილი) სიღრმეზე. ოფიციალური პირების განცხადებით, დადგენილება ძალაში იქნება 3 მარტამდე "გადაუდებელი საჭიროებების გადასაჭრელად და შედეგების მართვისთვის". 11,000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა სანტორინი, დაახლოებით 7,000 მიემგზავრება ბორნით და 4,000 საჰაერო გზით.

VIDEO:კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა 150-ზე მეტი პატიმარი ქალი გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში არსებული ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა 150-ზე მეტი პატიმარი გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა სეიფ მაგანგომ განუცხადა „სიენენს“, რომ უმეტესობა 165 პატიმარი ქალიდან, რომლებიც გააუპატიურეს გაქცეულმა პატიმარმა, ამ უკანასკნელთა მიერ ციხის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. მაგანგომ, რომელიც ციტირებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლო სისტემაში არსებულ წყაროს, დასძინა, რომ 9-დან 13-მდე ქალი პატიმარი, გადაურჩა ხანძარს, „ყველა მათგანი ასევე გააუპატიურეს“. „ჩვენ დამოუკიდებლად არ გადაგვიმოწმებია სასამართლო ჩინოვნიკის მიერ მოწოდებული ცნობა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ცნობა სანდოა, - ამბობს მაგანგო. გაეროს მიერ დაფინანსებული რადიო „ოკაპის" ცნობით, მამაკაცი პატიმრები, რომელთაგან ზოგიერთი ციხის მცველებმა მოკლეს, გეგმავდნენ მასობრივ გაქცევას 27 იანვარს, როდესაც მეამბოხეთა ალიანსი ქალაქ გომას კონტროლისთვის ებრძოდა. ქალაქ კომაში არსებული მუზენზის სატუსაღოდან, რომელიც ამჟამად სრულიად ცარიელი და განადგურებულია, იმ დღეს 4000-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრმა პატრიკ მუიაამ დაადასტურა 165 ქალის გაუპატიურება. „მთავრობა უმკაცრესად გმობს ამ ბარბაროსულ დანაშაულს", - განუცხადა მან „სიენენს“. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონფლიქტთან დაკავშირებული მკვლელობები და მასობრივი გაუპატიურებები ათეული წლებია გრძელდება. პარასკევს, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინებები სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და მისი მოკავშირე ძალები. ვიძიებთ ცნობებს 52 ქალი გააუპატიურეს კონგოელი ჯარისკაცების მიერ სამხრეთ კივუში 52 ქალის გაუპატიურების, მათ შორის ჯგუფურად გაუპატიურების შესახებ,- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ჯერემი ლოურენსმა.

ბოლო სიახლეები