სამშაბათი, მაისი 27, 2025

დონალდ ტრამპი – რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები

რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, მის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინაში მიმდინარე ომში. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აკისრებს ზელენსკის პასუხისმგებლობას.

„როგორც იცით, რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები. ამაში შეიძლება, დაადანაშაულოთ ის კაცი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა. ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვადანაშაულებ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მან საუკეთესო სამუშაო შეასრულა. მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარია – ვიცი, რამდენად რთულია მუნიციპალური არჩევნები, ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის

ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.გახარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.გახარიას შეფასებით, უკეთესია, თუ უფრო ადრე იქნება საპარლამენტო არჩევნები.„ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის აუცილებლობა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და რადიკალიზაცია არ ღრმავდებოდეს. მე თუ მკითხავთ, „ოცნება“ არის პირველ რიგში, დაინტერესებული იმაში, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს, რადგან „ოცნება“ იძახის, რომ ოპოზიცია განადგურებულია და მაინც ყველაფერს მოვიგებთ. ოპოზიცია ამბობს, ჩვენ მოვიგებთო. აი რა პრობლემაა ხომ? რაც შეეხება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, ჩემი პოზიცია არის შემდეგი – საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში არის აუცილებელი. ვისურვებდი, რომ ჩატარდეს უფრო ადრე. მე გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, ეს არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის. ამიტომ, დამთხვევა რამდენად სწორია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ალბათ ეს გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, გახარიას თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. გახარიას განმარტებით, დღეს არიან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში.„უადგილო ადგილას ღელავენ ხოლმე. ხელისუფლებაც – მაისამდე შევლენ, ან მაისამდე გამოაცხადებენ, არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე. ოპოზიციაც – ხომ გახსოვთ, „ნაცები“ ამბობდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ და გახარია აუცილებლად მისცემენ ლეგიტიმაციას „ოცნებას“ და პარლამენტში შევლენ. შევედით? არ შევედით. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ არ ვცვლით ასე 180 გრადუსით მიდგომებს. ამიტომ ვამბობ, რომ მანდატებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტში, მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვართ ბოიკოტში, არ შევდივართ. რაღაც თუ შეიცვალა, ჩვენ ხომ არ ვართ ის ძალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის არ ვეპარებით, უჩუმრად არაფერს არ ვაკეთებთ, სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი უნდა იყოს  საქართველოში მთავარი პრობლემის, რადიკალიზაციის დაძლევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, გლობალური თამაშის წესები იცვლება. მაგალითად, დღეს წავიკითხე განცხადებები ვეიმარის ტრიოს განცხადებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ასე უპასუხო მთავარი წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების წერილს, რომელ სახელმწიფოთა გაერთიანებაშიც ამბობ, რომ შესვლა გინდა. ხომ არსებობს ტელეფონი, უნდა არსებობდეს საელჩოები, არსებობს დახურული ხაზები, როცა თვითონ უნდათ, გამოვლენ და იტყვიან, რომ ვიღაც მოვიდა და ომში გვითრევდაო, ახლა ამ ინფორმაციის მარტო 20 პროცენტს გეტყვითო, მეტი რომ გითხრათ, გაგიჟდებითო. როცა საჭიროა, დახურულ ხაზებს თურმე იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რადიკალიზაცია როგორმე შევამციროთ. ამას ვცდილობთ მანდატების არგაუქმებითაც, იმითაც, რასაც ვამბობთ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, იმითაც, რასაც ვამბობთ მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანებზე ზრუნვა არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტს „ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ამ პროექტმა შესაძლოა, კოსმოსური სივრცე პოტენციური ბირთვული ომის ველად აქციოს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა, კოსმოსური სივრცე პოტენციური ბირთვული ომის ველად აქციოს.ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში ამ გეგმას „ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდეს.მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას მის განვითარებაზე.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ოქროს გუმბათი“.

გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს...

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს.„გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება გვაქვს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, საქართველო დღე.რაც შეეხება პარტიას, მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ჩვენ ყველამ დავაფუძნეთ პოლიტიკური ძალა „საქართველოსთვის“. ეს 4 წელი იყო რთული. მადლობა ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი წნეხისთვის, რომელსაც თითოეულმა თქვენგანმა გაუძლო.მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, რომ არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს. დარწმუნებულ ვარ, ასეთი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გვაქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით. ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა, ის, თუ როგორ მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია ქვეყანას. ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, - აღნიშნა გახარიამ.

როდესაც პარტნიორები კრიტიკულად აკეთებენ განცხადებებს, ამას ყური უნდა დაუგდო და მით უმეტეს, როცა სთავაზობენ გარკვეულ ნაბიჯებს დიალოგის თვალსაზრისით – გიგი წერეთელი

დამოუკიდებლობის დღეს ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ევროპელი ლიდერები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ."ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეს არის პარტნიორების მოწოდება, რომელიც არ გულისხმობს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას."როდესაც პარტნიორები კრიტიკულად აკეთებენ განცხადებებს, ამას ყური უნდა დაუგდო და მით უმეტეს, როცა სთავაზობენ გარკვეულ ნაბიჯებს დიალოგის თვალსაზრისით, რაც არის სწორი, ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება. როდესაც არსებობს შენი ვალდებულება, როგორც ქვეყნის, იმ პირობების შესასრულებლად, რაც პირველ რიგში შენ გჭირდება და შენს ხალხს სჭირდება, რა ჩარევაზეა აქ ლაპარაკი. ეს არის მოწოდება პარტნიორების, მეგობრების, ძალიან კეთილი განზრახვით, კეთილი სურვილით, რომ შეიცვალოს ვითარება," - აცხადებს გიგი წერეთელი.განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, რომელიც ამბობს, რომ არანაირ ჩარევას  ადგილი არ აქვს."როდესაც არღვევ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ყველა შესაძლო სტანდარტს, როდესაც აუქმებ ევროპული კავშირისკენ სვლას, როდესაც აკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ რეალურად ეს ქვეყანა არ წავიდეს წინ ევრო ატლანტიკური დღის წესრიგისკენ და როდესაც პარტნიორები გეუბნებიან, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება შენთვის სასიკეთოდ, თუმცა არჩევანი შენზეა, მაგრამ გთხოვს რომ არ აირჩიო ჭაობის, არამედ აირჩიე უკეთ ცხოვრების შანსი მილიონობით ქართველისთვის, არანაირი ჩარევას ადგილი არ აქვს", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსამდე იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 22-27 გრადუსამდე.რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც ხანმოკლე წვიმა და 26 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ბოლო სიახლეები