მჯერა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ, შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის „უზარმაზარი სიძულვილი“ არსებობს, თუმცა ორივე მხარეს „სურს შეთანხმების დადება“.
„ეს ძალიან რთული ბალანსია. ეს სისხლისღვრაა, საშინელებაა ის, რაც ხდება, ეს დრონების ომია. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. მე მჯერა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ შეუძლიათ, შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

