მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან ირანთან ომზე საუბრისას განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს“, – ამბობს ტრამპი.
მისი თქმით, ამერიკა ირანს „საშინლად ძლიერად“ არტყამს. ტრამპის განცხადებით, ირანის რეჟიმის წარმომადგენლები „ბანდიტები, პირუტყვები და საშინელი ხალხია“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო საკმარისად არ ასრულებს თავის როლს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ეს მარტივი სამხედრო მანევრია, თუმცა დიდი დახმარებაა საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა ხომალდები და ნატო-ს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ მათ ამ დრომდე არ ეყოთ ამის გაკეთების გამბედაობა“, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება აშშ-ისთვის ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპის თქმით, ეს „ძალიან დაგვიანებული რეაგირებაა“.
„ცოტა არ იყოს, გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოსი, გულწრფელად რომ თქვა, მათ ბევრად სწრაფად უნდა ემოქმედათ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული.

