აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.
„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

