ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

დონალდ ტრამპი – ირანმა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ TRUTH SOCIAL-ზე წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის ინტენსივობა „ჰუსიტებისთვის“, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ აგზავნიან დიდი ოდენობის აღჭურვილობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ამ აღჭურვილობის გაგზავნა“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, „ჰუსიტებმა“ თავად უნდა იბრძოლონ.

„ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ამ გზით ისინი სწრაფად დამარცხდებიან. „ჰუსიტი“ ბარბაროსები უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და უყურეთ, როგორ გაუარესდება მდგომარეობა. ეს არ არის სამართლიანი ბრძოლა და არც არასდროს იქნება. ისინი მთლიანად განადგურდებიან“, – წერს ტრამპი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნინო დარასელი ეროვნულ ნაკრებზე: ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები

ნინო დარასელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ. როგორც ის აღნიშნავს, თუ აქციაზე მონიტორს მიიტანენ და ნაკრების თამაშის ყურებას დააპირებენ, პროტესტის ნიშნად, აპირებს ზურგით დადგეს მონიტორთან, ვინაიდან, ფეხბურთელებს ქვეყანა "კიდიათ"."ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები. მეგონა საქართველოსთვის თამაშობდნენ, და თურმე მაგრად კიდიათ ქვეყანაც და გულშემატკივარიც, რომელიც მეოთხედფინალში გასულებს ისე დახვდა, გეგონება ევროპის ჩემპიონები გახდნენ", - წერს ნინო დარასელი. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს – უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება, ამას ჩვენს...

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს - უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს.„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა "დიფ სთეითს" და მისი მთავარი ამოცანა არის "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით "გლობალურ ომის პარტიაზე", მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა "დიფ სთეითის" დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, - განაცხადა კალაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპისთვის და ევროპული საბჭოს სხდომისთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის გადამწყვეტი დღეები

ევროპისთვის და ევროპული საბჭოს სხდომისთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის გადამწყვეტი დღეები,  – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყების წინ განაცხადა.სამიტზე, რომელიც ბრიუსელში დღეს იწყება, განიხილება ევროპის გადაიარაღების გეგმა და ასევე უკრაინის სამხედრო დახმარება.„ეს არის გადამწყვეტი დღეები ევროპისთვის და ევროპული საბჭოსთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა თქმა უნდა, უკრაინას, თუ როგორ მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენს კონკურენტუნარიანობასა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ამიტომ კონკურენტუნარიანობის თემა მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს ამ სხდომაზე. ასევე „მზადყოფნა 2030“ და ახალი გეგმა უსაფრთხოებისთვის იქნება დღევანდელი დისკუსიების ცენტრში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.გავრცელებული ცნობებით, სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ მიგრაციასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება

ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში იანოშ ჰუნიადის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.ვიქტორ ორბანმა ევროკომისიიდან – „ჯორჯ სოროსის ქსელის აგენტების“, ევროპარლამენტიდან კი კორუმპირებული ლობისტების გაძევება მოითხოვა და ევროკავშირის პოლიტიკაში უცხოური ფულის გავლენების დაუშვებლობის მოწოდებით გამოვიდა.„არ შეიძლება, ევროკავშირი იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც მიმართულია ეროვნული მთავრობების შესუსტებისკენ“, – აღნიშნა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე გლობალური ცვლილებების შესახებ ისაუბრა.„ბრიუსელში „პროგრესული ერა“ დასრულდა. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა ხორციელდება. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენ თვალწინ დაიშლება“, – განაცხადა ორბანმა.

შვიდი თვით ადრე ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა ბიძინას და „ოცნების“ გეგმაა, რომ ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან გადაიტანოს – მამუკა ხაზარაძე

შვიდი თვით ადრე ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა ბიძინას და „ოცნების“ გეგმაა, რომ ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან გადაიტანოს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით,  „ლელო საქართველოსთვის“ დღეს მთავარი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.„ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა შვიდი თვით ადრე არის ბიძინას და „ოცნების“ გეგმა – გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები