ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო საავიაციო საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის განადგურებაში მონაწილეობაზე, მაქვს რჩევა. პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ გარკვეული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ იგი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი წერს, საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა უნდა დაიწყონ.
„თქვენ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა. აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი“, – წერს დონალდ ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთი არ უშვებდა ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიის თავზე.
„საფრანგეთი უკიდურესად უსარგებლო იყო „ირანის ჯალათის“ წინააღმდეგ დახმარების კუთხით, რომელიც წარმატებით განადგურდა! აშშ დაიმახსოვრებს!!!“, – წერს დონალდ ტრამპი.

