ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს

ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time -თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ტრამპმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას განიხილავს.

კიდევ ერთ კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე ღაზაში 300-ზე მეტი ბავშვის დაღუპვის გამო, მას შემდეგ რაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაში ჯო ბაიდენი უფროა დამნაშავე, ვიდრე სხვა.

„ვიტყოდი, რომ ამაში ბაიდენი უფროა დამნაშავე, ვიდრე ვინმე სხვა, რადგან ირანს ფული არ ჰქონდა და მან საშუალება მისცა მათ, გამდიდრებულიყვნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, არც „ჰამასს“ და არც „ჰეზბოლას“ ფული არ ჰქონდათ, რადგან მისი პირველი ვადის დროს, ირანი გაღატაკებული იყო და ამ დაჯგუფებებს ვერ აფინანსებდა.

„ბაიდენი როდესაც დაბრუნდა და მოხსნა სანქციები, მან საშუალება მისცა ჩინეთსა და ყველა სხვას, შეეძინათ ნავთობი. ირანმა 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული გამოიმუშავა ოთხ წელიწადში. მათ ისევ დაიწყეს ტერორიზმის დაფინანსება, მათ შორის „ჰამასის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, შეაჩერა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა და ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაითრევს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარი სურვილის გარეშე ომში ვერ ჩაითრევენ.

„მე ისინი არ შემიჩერებია. ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია. შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს. შეიძლება, საკუთარი ნებით ჩავერთო. შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ამის სათავეში მე ვიქნები“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥„მძიმე დღეები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ…“ – ნიკოლოზ წულუკიძე

თე­ატრმ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე გა­და­ცე­მა "Ajaratv • SHOWS"-ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმ მხარ­და­ჭე­რა­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხის­გან უგ­რძნია და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ერთ დროს, ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ქარს პროგნოზირებენ. დედაქალაქში დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, უნალექო ამინდი იქნება.

დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი და სამარცხვინო რეპორტიორი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსის შეკითხვამ, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგს ეხებოდა.„ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახანს ნახეთ“, – თქვა ტრამპმა.ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე ტრამპს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა.„იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის გარდა კატარი 5,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს აშშ-ში.„თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი, ვინც იმ ადგილს მართავს, გამოძიებას საჭიროებენ. თქვენ სამარცხვინო ხართ. მეტი კითხვა თქვენგან აღარ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზაობას გამოთქვამს ომის დასასრულებლად იმ მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, – თქვა ნეთანიაჰუმ.ის ასევე აღნიშნავს, რომ ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ იქაურობის დატოვება, შეძლებენ ამის გაკეთებას.ნეთანიაჰუს განცხადებით, აუცილებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება და ამისთვის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა, რაც მოიცავს სექტორში ძირითადი დახმარების საგნების მიწოდებას, აშშ-ის კომპანიების მიერ საკვების დისტრიბუციის პუნქტების გახსნას, რომლებსაც ისრაელის სამხედრო ძალები დაიცავენ და სამოქალაქო პირების დასაცავად ზონის შექმნას ღაზაზე უსაფრთხოების კონტროლის მიღების შემდეგ.

ბოლო სიახლეები