ოთხშაბათი, მარტი 5, 2025

დონალდ ტრამპი – გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის მხრიდან აშშ-ის მიმართ ტარიფების დაწესების შემთხვევაში აშშ დაუყოვნებლივ გაზრდის საპასუხო ტარიფებს იდენტური ოდენობით. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ როდესაც იგი აშშ-ის მიმართ საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ჩვენი საპასუხო ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით!“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციური პარტიები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, განწირული არიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგებას

რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ პარლამენტში არშესვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.„მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უფრო სწორად, მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისეთ დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არშემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით, შეიძლება, თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ცოტნე კობერიძე – თუ იქნება რაღაც ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად მე მისი ნაწილი არ ვიქნები

განსხვავებულობის დეფიციტს უფრო ვგრძნობ, ვიდრე იმას, რომ ვინმე რამეში ვერ გაერთიანდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.„ბევრი საუბარია ერთობაზე. მათ შორის, ზურა საუბრობს ხოლმე ძალიან ბევრს, გიორგი ვაშაძე საუბრობს ძალიან ბევრს. ლელა საუბრობს ცოტა სხვა ფორმატში. ყველა რაღაც ერთობაზე საუბრობს, ოღონდ ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს, რა ტიპის ერთობაა ის, რაც იქნება სწორი და ის თუ არ იყო, გადავშენდებით და კარგი არაფერი მოხდება, მერე რაღაც ასეთი დათქმებია. ამიტომ რთული ასარჩევია, რომელი ტიპის ერთობაზეა საუბარი. მაგალითად, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში განსხვავებული აზრი უფრო არ მომისმენია. სულ ყველაფერზე ერთი აზრი მომისმენია. ყველა ყველაფერში ერთად არის; აქციაზეც ერთად არის; უცხოეთშიც ერთად არის; გადაცემას ჩართავ, ყველა ერთად არის; ყველა თითქმის ერთსა და იმავე რაღაცას საუბრობს. განსხვავებულობის დეფიციტს უფრო ვგრძნობ, ვიდრე აქ ვინმე რამეში ვერ გაერთიანდა. ერთადერთი, არის რაღაც ფინანსური რესურსები, რაც მერე იწყებს სხვა ტიპის საშუალებებს და იმის გაერთიანება თუ მოხდება რაღაც ფორმით, კარგი, მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, მე რაღაცასთან მიმართებით მგონია, რომ ის რაღაც უნდა კეთდებოდეს და იმ რაღაცაზე საუბარი თვითონ მაგის გაკეთებასაც კი შანსს უკარგავს. რაც უფრო დიდხანს იქნება, რომ რაღაც ერთობა უნდა მოხდეს, მოხდეს, მოხდეს… მერე დაისმება ჟურნალისტისგან კითხვა, რომ თუ არ ხდება, რატომ არ ხდება, ვის გამო არ ხდება? მერე აქედან – აი, იმის გამო არ ხდება, ამის გამო არ ხდება, მერე უფრო ერთმანეთის ლანძღვა ისმის ხოლმე, ვიდრე იქ რამე პროცესი იგრძნობა. არ ვიცი, მე ეგეთი რაღაცებისგან ფიზიკურად დავიღალე და ფიზიკურად აღარ მჯერა. რაღაცას კარგს თუ მოიფიქრებთ, ერთად მოიფიქრებთ თუ ცალ-ცალკე, ნეტა მოვიფიქროთ – ან ისე, ან ასე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რაღაც ტიპის ხარისხი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის როლს როგორ ხედავს ამ პროცესში, კობერიძემ უპასუხა, რომ თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად ის ამ ერთობის ნაწილი არ იქნება.„ზურაბიშვილმა ეგ როლი აითვისა, იდეაში, ეგ ფორმატიც ხომ მოიფიქრა. მერე უბრალოდ ეგ აღარ მოგვწონს, რაღაც უფრო მეტს ველოდებოდით და თითქოს არ იყო, თორემ თქვა, რომ ეგ იყო მისი მიზანი, შეიქმნა ეგეთი ტიპის პლატფორმა, რომ რაღაც მოფიქრებულიყო, თქმულიყო და განხორციელებულიყო. მაგრამ ამის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის ფრაზები მომისმენია, რომ რაღაც ახალი პარტიები უნდა გაკეთდეს. კონფერენციაზე რომ იყო, იქაც ამაზე უფრო მეტად ისაუბრა და, ცხადია, ის პარტიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ერთობის ლიდერი უნდა იყოს, მერე საკითხს ასე დასვამდა, რომ ასე უყურებს ქალბატონი სალომე თუ ისე. პირადად მე, ცოტნე კობერიძეს ამის იმედი არ მაქვს. თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც იქნება სალომე ზურაბიშვილი, პირადად მე, ცოტნე კობერიძე მისი ნაწილი არ ვიქნები და სხვა რას იზამს, არ ვიცი. არ მჯერა და რისიც აღარ მჯერა, მაგ რაღაცების კეთებით უბრალოდ დავიღალე და არ ვთვლი, რომ იქნება სწორი“, – აღნიშნა კობერიძემ.კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციური ფრონტის მაკოორდინირებელ ფიგურად ვერ ხედავს, კობერიძემ აღნიშნა, რომ თუ არ მოგვწონს, რაც და როგორც არის, სხვანაირად უნდა შეიცვალოს რამე.„ჩემი პოზიცია ვერაფერს შეცვლის. უბრალოდ, ეგ რაღაც ისედაც მიცემულია, აქციაზეც გამოვიდა, აიღო დროშად, რომ არის ამ აქციის, ამ ხალხის ლიდერი, ისედაც არის ეგ ფორმატი, თუ რამე სწორი და კარგი ხდება, ისედაც მოხდებოდა. კიდევ რაღაც ფორმატი მოფიქრდება, სადაც სალომე ზურაბიშვილი დაინიშნება, როგორც მისი ლიდერი, თუ პროცესი ასე გაგრძელდება, არ ვიცი. მე არ მგონია, რომ ეგ ცვლილებაა იმ სატატუს კვოსი, რაც ისედაც ახლა არის. ეს ისედაც ახლა არის. თუ არ მოგვწონს, რაც და როგორც არის, ახლა ესე იგი სხვანაირად უნდა შეიცვალოს რამე და სხვანაირად ცვლილებაში მე არ წარმომიდგენია. მგონია, რომ იმავეს გაგრძელება იქნება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

პოლონეთში, 1895 ქართველი დააკავეს – ადგილობრივი პოლიცია განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს

პოლონეთი პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 ქართველი დააკავეს.აქედან სასამართლოს გადაწყვეტილებით 136 ქართველია დაკავებული. 2024 წლის ბოლოსთვის კი პოლონეთის სასჯელაღსრულების ცენტრებში 322 ქართველი იმყოფება.მხოლოდ გასულ წელს მესაზღვრეების გადაწყვეტილებით პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს.ძარცვა, ქურდობა, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა - ეს იმ ძირითადი დანაშაულებების ჩამონათვალია, რა ბრალდებითაც ქართველებს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში აკავებდნენ.

„ევრონიუსი“ – ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის.შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად, ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. გარდამავალი პერიოდის დასასრულს, სასაზღვრო გადაკვეთის ყველა რეგისტრაცია უნდა მოხდეს შესვლა/გასვლის სისტემით.ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთი, უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან, შესწორებული კანონის შესახებ საბოლოო შეთანხმებისთვის, რომელიც სავარაუდოდ შეუფერხებლად მოხდება. სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რომ გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში.როგორც აღინიშნა, ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა. ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში.ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ჩასვლისთანავე, გარდა ამისა, ჰქონდეთ გადაღებული სახის ფოტო და ელექტრონულად სკანირებული თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მათ, ვინც აცილებს მოკლევადიან ვიზებს და გააყალბებს პირადობას. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში, გარდა კვიპროსისა და ირლანდიისა, ასევე პროგრამაში ჩაერთვება ოთხი ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია შენგენის ხელშეკრულებასთან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კვიპროსსა და ირლანდიაში პასპორტებზე ბეჭდის დასმა კვლავ ხელით გაგრძელდება.

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელმაც მოხუც წყვილს 15 000 ევრო მოპარა

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელმაც მოხუც წყვილს 15 000 ევრო მოპარა.მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.მას შემდეგ რაც მოხუცებმა შეამჩნიეს, რომ მათი სახლიდან თანხა გაქრა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.მომხდარიდან მალევე პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ქართველი მომვლელი დააკავა.მისი მტკიცებით, მან თანხა საქართველოში გააგზავნა.მედიის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ქალს დეპორტაცია ემუქრება.

ბოლო სიახლეები