კვირა, თებერვალი 2, 2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები უკან მიიღოს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, უკან მიიღოს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რიჩარდ გრენელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვენესუელამ დაპატიმრებული ექვსი ამერიკელი გაათავისუფლა.

„ძალიან კარგია ვენესუელიდან მძევლების სახლში დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენესუელა დათანხმდა, უკან ქვეყანაში მიიღოს ყველა ვენესუელელი არალეგალი უცხოელი, რომლებიც განთავსებული არიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის Tren de Aragua-ს დაჯგუფების წევრები. ვენესუელა ასევე დათანხმდა, უზრუნველყოს მათი უკან ტრანსპორტირების ხარჯები“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, აშშ-ში მიმდინარეობს უკანონოდ მყოფი იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის უკან გაბრუნების პროცესი და ყველა ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს ისინი უკან.

„გარდა ამისა, კრიმინალთა რეკორდული რაოდენობა გაძევებულია ჩვენი ქვეყნიდან და სასაზღვრო მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადის შემდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საოცარი იქნებოდა, თუ ქართველი ფერმერები მთავრობის ყველა შენობის წინ ნაკელს დაყრიდნენ!“ – ლორა თორნტონი

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს რჩევებს აძლევს. კერძოდ, ის გამოეხმაურა „დროას“ წევრის მარიკა მიქიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მიქიაშვილი სერბეთის და საქართველოს მაგალითებს განიხილავს და აცხადებს, რომ ვუჩიჩის ჩამოგდება უფრო მარტივია, ვიდრე ივანიშვილის. როგორც ლორა თორნტონი წერს, მნიშვნელოვანია, პროტესტის მონაწილეებმა ერთმანეთისგან ისწავლონ და ახალი ტაქტიკები სცადონ. მისივე თქმით, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლები ერთმანეთს სტიმულს აძლევს, რის მაგალითადაც სლოვაკეთი მოჰყავს. „ეს მნიშვნელოვანია - ისწავლეთ ერთმანეთისგან და აიღეთ ახალი ტაქტიკა! ვფიქრობ, ჰონგ კონგის ქოლგის მოძრაობა იყო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და არაჩვეულებრივი საპროტესტო მოძრაობა… (თუმცა ძნელია ჩინეთის დამარცხება). ეს პროტესტი სტიმულს აძლევს ერთმანეთს (სლოვაკეთი და ა.შ.).“ - წერს თორნტონი. მისივე განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველები ფრანგული პროტესტის ფორმებს გადმოიღებენ და ფერმერები ნაკელით სავსე სატვირთო მანქანებით დედაქალაქში ჩამოვლენ. „და შემდეგ არის ფრანგული მიდგომა, სადაც მოჰყავთ სატვირთო მანქანები და ხერგავენ მათ დედაქალაქში! კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნაკელი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!!“ - წერს ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ზე.

„თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს!“ – სალომე ზურაბიშვილი

"#პროტესტისაქართველოში მათთვის, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთ მომავალს არა რუსეთში, არამედ ევროპაში, დაიღლებიან პროტესტით. არ იფიქროთ, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების დარღვევა ომში თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს, სიცოცხლის განადგურებას ვინც ეხმარება, პასუხი უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეობა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა უკრაინისთვის ასეთი ზიანის მიყენებას დარტყმებით, რომლებიც ყოველ ღამით ხორციელდება. „რუსეთის თითოეული „შაჰედი“, თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – „ისკანდერები“, „კალიბრები“’ და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არცერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში და მან, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ხელში მობილური ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია

დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ბალახს უკიდია. მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

ბოლო სიახლეები