დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობზეა ის გავრცელებული.

