სამშაბათი, იანვარი 20, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება “გარედან” შემოტანილი ფული

როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ მათ ყველა ტყუილ ძალიან მალევე ეხდება ფარდა და ამიტომაც არის, რომ საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ.

 

“️უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა. ჯერ ამბობდნენ, ომში ვინ გვითრევსო და ბევრის ნათქვამს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანის პირდაპირობამ აჯობა, ქართველი დედებისა და ბავშვების მსხვერპლი შეგვეშველებოდაო. ხმამაღლა ვთქვით, დასავლეთში გარკვეული ძალები ომში გვექაჩებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია ეს, კრემლის დაკვეთას ასრულებენო. არ დააყოვნა და თურქეთის პრეზიდენტმაც იგივე დაიჩივლა.

 

️როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები. უფრო მეტიც, USAD -იდან მოლოტოვის მსროლელებს ფული გაუგზავნეს, რომ ზედმეტად არ გახარჯულიყვნენ და მოლოტოვის კოქტეილის სროლის სურვილი არ გაქრობოდათ.

 

️სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება “გარედან” შემოტანილი ფული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინეს და მას შემდეგ არაერთი დასავლური ქვეყანა ალაპარაკდა ამ კანონის საჭიროებაზე.

ჩვენგან ხმამაღლა ითქვა, ოპოზიციის ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია, ეს”რუსეთუმეების”  სიზმრებიაო. დღეს კი ერთმანეთს ასწრებენ აღიარებით განცხადებებში. თავის თანაგუნდელებს ამხელენ, რომ დასავლეთში ისინი კანდიდატის სტატუსს ხშირად წინ ეღობებოდნენ. ზოგი მათგანი ღიადაც ყვირის, არ გაბედოთ სტატუსის მიცემა, ქართულ ოცნებას დაეწერებაო.

️გახსოვთ ალბათ, თითქოს ამერიკელებისგან საქართველოში  სამხედრო ბაზის გახსნას “ქართული ოცნება” ეწინააღმდეგებოდა და თავად აშშ-ს საელჩომ მკაცრად უარყო, რომ მსაგავსი არასოდეს ყოფილა.

️საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და ქვეყნის ბიუჯეტში ნამატ 800 მილიონს განხილვის დროს წუწკად ინაწილებდნენ.

მოკლედ, მოკლეა მატყუარა ოპოზიციის ფეხები და საკუთარი თავის იმედი თავადაც აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, სულს ღაფავენ,” – წერს ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა.ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო ჭიჭინაძე – გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია – სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა...

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.„მადლობა იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან , უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ბოლო სიახლეები