სამშაბათი, ივნისი 3, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გააგზავნა ვეტო და ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის განხილვა მომხდარიყო.

„სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს მიუღებელია. გარდა ამ მიუღებელი ქმედებისა მან სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გამოგზავნა ვეტო. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მან პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა.

მართალია პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ ქუჩასაც ეტყობა, რომ თანდათან მცირდება ამ კანონის წაუკითხავად გამპროტესტებელთა რაოდენობა და საზოგადოებამაც უკვე ბევრი იცის კანონთან დაკავშირებით,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში  - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები