ჩვენ ვიხილავთ პარლამენტის შიგნით, უმრავლესობის მხრიდანაც იმ წევრებს, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდებიან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ეს მოძრაობა იქნება მზარდი და ის მოემსახურება იმას, რაც თავიდან დაანონსდა – დაიცავს ქვეყნის ინტერესს, საზოგადოების ინტერესს. კონსულტაციები დაწყებულია, ჩვენ რა თქმა უნდა დეპუტატებს ვესაუბრებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.