ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას

მსოფლიო უკვე ნახევარი წელია პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა, არავინ იცის, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხდა.

მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ასეც იქნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შევქმნათ. ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. საქართველოს თავისი გამორჩეული რისკები აქვს ვიდრე ეს შეიძლება სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ. მოსახლეობის 20 %-ი ხანდაზმულია და ბევრი მიზეზის გამო სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. მშობლების თაობას გაფრთხილება სჭირდება და ამის პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია შვილების თაობას. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სწორედ ამიტომ ანტიკრიზისული გეგმის და სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები პირველ რიგში სწორედ ისინი არიან. დღეიდან 200-ლარიანი დახმარება გაიცემა ბავშვებზე, რაც მნიშვნელოვანია კოვიდ ვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება.

გუშინ ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნას იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დემოგრაფიული ცვლილების დროს ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლისას ეკისრება ვალდებულება, სოცმომსახურების სააგენტოში წარადგინოს განაცხადი, რასაც მრავალი მიზეზის გამო ბევრი ოჯახი ვერ აკეთებს ზოგჯერ არცოდნის , ზოგჯერ კი დაგვიანების გამო და შემდეგ უკვე იწყება სასამართლო წარმოებები და აღსრულებაზე გადაცემა თანხის დასაბრუნებად. ეს ეხება იმ პენსიონერებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ერთ-ერთია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას პენსიის მიღების ვალდებულების შეწყვეტა) აგვიანდებათ განაცხადის შევსება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია. აღნიშნული ვალდებულება მათ მოეხსნებათ და მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა მაინც სიახლოვესაა სიღარიბესთან, ეს თანხები დარჩებათ და არავინ ამ თანხების ამოღებას არ დაიწყებს. ოპოზიცია ამ დახმარებებით სპეკულირებს, რომ თითქოს საარჩევნოდ კეთდება. ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და დღემდე ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა სეგმენტი. მართლაც, ძალიან ბევრი პროგრამა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა“, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ.

„სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა, ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს, ამ პერიოდში – წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ და რომელთაც სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები

დღეს ბარბარობაა