კვირა, მაისი 11, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობა”, პრაქტიკულად, სტრესში ამყოფებს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე – გარეთ

„ნაცმოძრაობამ“ 2012 წელს თითქოს ნებაყოფლობით გადააბარა ხელისუფლება, მაგრამ მალევე საკუთარ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ხოლო, თუ როგორ აპირებდნენ ამას, ეს ნათელია – მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზით.“, – ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს იოლად არ ასრულებს და მისთვის საზომი არის ქვეყნის უსაფრთხოება. შესაბამისად, ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანას აქვს ისეთი სუვერენიტეტი, რომელიც არ ჰქონია აქამდე.

„ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით საუბარი „ქართულ ოცნებას“ არ დაუწყია. პირიქით, 2012 წლის შემდეგ კოჰაბიტაციის რეჟიმი გამოცხადდა. ჩვენი ამომრჩეველი რაზეც ყველაზე მეტად გვსაყვედურობდა მაშინაც და დღესაც, სწორედ ეს არის. მაგრამ, ალბათ გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ არ მოვექცევით მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მოვექცევით ისე, როგორც ჩვენს ერს ეკადრებაო. მაგრამ ეს ვერ გაიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ 2012 წელს თითქოს ნებაყოფლობით გადააბარეს ხელისუფლება, მაგრამ სამ თვეში, შემდეგ ექვს თვეში და ა.შ. საკუთარი ამომრჩევლისადმი მოწოდებები დაიწყეს, რომ არ დაშლილიყვნენ, რადგან ისინი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ხოლო, თუ როგორ აპირებდნენ ამას, ეს ნათელია – მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზით. ისინი, პრაქტიკულად, სტრესში ამყოფებენ და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე – გარეთ. მათი უცხოეთში ვიზიტები ძირითადად ამისთვის არის გამიზნული რომ დერეფნებში იარონ და სიცრუის ტირაჟირება გასწიონ. მათ, რა თქმა უნდა, ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური მხარდამჭერები, რომელთაც ის წარსული უფრო კარგად ახსოვთ, ვიდრე ის, რომ დღეს ქვეყანაში სუვერენიტეტის ხარისხი გაიზარდა, რადგან საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს ასე იოლად არ ასრულებს და მისთვის საზომი არის ქვეყნის უსაფრთხოება. როგორც ჩანს, დიდ სცენარში გარკვეულ ძალებს აწყობთ და სურთ, რომ ქვეყანა მორჩილი იყოს, რომ საჭადრაკო დაფაზე, სადაც ადგილს მიუთითებენ, იქ შეასრულოს თავისი როლი. მაგრამ, ეს შეუძლებელია, რადგან ქვეყანას როგორი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, ამას საზოგადოება განსაზღვრავს.

გარკვეული ძალები დღემდე ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ხელისუფლება სხვაა, ხალხი კი – სხვა. გახსოვთ ალბათ, როდესაც მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, თითქოს კითხვა იყო, გსურთ თუ არა ევროპა, ხელისუფლებას ხმა გააგონეთო, ამ დროს სცენაზე ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით ავარდა ერთ-ერთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც ძირითადად დასავლური ორგანიზაციებიდან ფინანსდება. მათ შორის არიან „დროა“, „გირჩი“, „სირცხვილია“ და ა.შ. და მათ ხელი ეწყობათ, რომ ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით შეცვალონ ხელისუფლება, იმ ფონზე, როცა, დასავლეთიდან თითქოს დეპოლარიზაციას უჭერენ მხარს.

მაგალითად, „გირჩი“, რომელსაც სურს, რომ აქტიური დესტრუქციის ხაზი განავითაროს, ახალგაზრდებს იყენებს. მათ ასწავლის, რომ თითქოს გმირობის ტოლფასია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. ამის დაფინანსება მოდის უცხოეთიდან. ასე რომ, დასავლეთიდან ერთი ხელით თითქოს დეპოლარიზაციას ემხრობიან, მეორე მხრივ კი ხელს უწყობენ იმას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს. თუმცა, ეს მიუღწეველია, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ყველაზე მაღალი სუვერენიტეტი ქვეყანას აქვს დღეს.“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები