ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: „მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებული ვირუსული პანდემიის და დაინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე პაციენტების მართვის კუთხით კლინიკური გამოცდილება საკმაოდ მაღალია, ვიდრე ეს იყო პანდემიის დასაწყისში.
„ნახევარ წელზე მეტია ჩვენ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. საკმაოდ უარესდება ვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენს სამეზობლოში, რაც საქართველოს დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი აქვს, ზოგიერთ ქვეყანას, პრაქტიკულად, ამაზე მეტი მაჩვენებელი აქვს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და ერთი ცალკე აღებული ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების, პრეკრიზისული და კრიზისული ფაზა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც მნიშვნელოვნად დაბალია, თუმცა ერთი გარდაცვალებულიც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. მთელი მსოფლიო მეორე ტალღის პირისპირ დგება, 218 ქვეყანაა დაინფიცირებული და ყველგან არის გარკვეული მზადება. ჩვენ გამოვიყენეთ ის პერიოდი, როდესაც დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელი იყო, იმისთვის რომ უფრო უკეთ მოვმზადებულიყავით შესაძლო მეორე ტალღისთვის. ამ ეტაპზე ვითარება ჩვენს ერთ რეგიონში – აჭარაში საკმაოდ გაუარესებულია, მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი, თუმცა სხვა რეგიონებში ზრდის ასეთი მაჩვენებელი არ გვაქვს. სამწუხაროა, რომ დღემდე ვირუსთან ბრძოლა ვაქცინის გარეშე გვიწევს და ამ კუთხით მსოფლიო დიდ საიმედოს ვერაფერს სთავაზობს მოსახლეობას, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სწრაფად იქნება ვაქცინა, რომელიც საბოლოო ხსნა და გამოსავალი იქნება.
მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ როდესაც დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი იყო მაგრამ შეზღუდვები მეტი გვქონდა, და დღეს, როდესაც უფრო მაღალია დაინფიცირების ხარისხი და ნაკლები აკრძალვებია.
ჩვენ საკმაოდ აქტიურად მოვემზადეთ. კლინიკების 80% მზად არის საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მართვაში. დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა ჩართული ამ პროცესში და 3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული. ასევე კრიტიკული მედიცინის მედიკოსები გადამზადდა 43 კლინიკაში, ასევე ოჯახის და სოფლის ექიმები, დაახლოებით 2500-მდე სპეციალისტი გადამზადდა, რათა პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ ბინაზეც, თუ კი მსუბუქი გამოვლენის შემთხვევები იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.წულუკიანი "ლელოს" სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის "ლელოს" წარმომადგენლებს."ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

ირაკლი ქადაგიშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება არაკორექტულია, მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაზე ამდენი შეტევა ამით არის გამოწვეული

რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოტანა, როგორც წესი, უხეში და არასწორია, რამაც შეიძლება, კატასტროფამდეც მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“.„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო გადანაწილება იაპონიას ძვირი დაუჯდა. იაპონიის მასშტაბები საქართველოსგან განსხვავებულია. ვნახეთ, ირანისა და ამერიკის დაპირისპირებამ ყურეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არსებობდა წარმატებულ არაბულ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ემირატები და ა.შ. კონფლიქტოს დროს ეს ქვეყნები ირანის დარტყმების სამიზნე გახდნენ. ანუ, საქართველო, შეიძლება, ზუსტად ისე აღმოჩნდეს ირანის სარაკეტო დარტყმების სამიზნე, თუ ჰიპოტეტურად ამ სცენარს განვიხილავთ. ამიტომ, როცა ასეთ საკითხებზეა საუბარი, ასეთი განცხადებები არაკორექტულია. ამ ადამიანების ფილოსოფია და დამოკიდებულება, ხომ იცით, რა არის უკრაინის ომთან დაკავშორებით? მათი პოზიციაა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ჩართულობით მოხდებოდა რუსეთის დამარცხების წინაპირობა და ამ ფონზე მათ ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენიათ. მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი. მათთვის ქვეყანა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. გახსოვთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა როგორ ადვილად დათმო, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა. მათთვის ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაა, რომელიც გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება და ამ
შემთხვევაში საქართველო გამოსაყენებელი ერთ-ერთი გეოდრონია, რომელიც თავს ჯერ არავის აყენებინებს. ქვეყანაზე ამდენი შეტევა და ზეწოლა სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანა წითლიძე – ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გილაური საარჩევნო კამპანიაში იყო არაფორმალური ლიდერი, მისი წერილი ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც

ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი, თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც წითლიძე აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

აბას არაღჩი – ისლამაბადის მემორანდუმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში, ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, ირანი მათ გაწვრთნის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ნებისმიერი მუქარა ირანელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ პასუხს მიიღებს.„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი სრულიად ცხადი და საჯაროა ყველასთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში. ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, მაშინ ირანი მათ გაწვრთნის. ნებისმიერი მუქარა ჩვენი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ ძლიერ პასუხს მიიღებს“, – წერს არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცის განცხადების საპასუხოდ.ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრს  ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ირანის ახალ სულიერ ლიდერთან დაკავშირებით.  ისრაელ კაცმა თქვა, რომ ის „მონიშნულია სიკვდილისთვის“ და რომ ვიდრე თეირანი ცდილობს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „დათმობები მოიპოვოს“ , ისრაელი „არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ზელენსკის ინფორმაციით, ირლანდიაში ქვეყნის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის დროს ის შეხვდება ირლანდიის პრემიერს მაიკლ მარტინს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას.„უკრაინა ყოველდღე ამტკიცებს, რომ იმსახურებს იყოს ჩვენი საერთო ევროპული სახლის თანასწორი ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ ხელშესახები პროგრესის მიღწევას გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკების ყველა კლასტერის გახსნას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები